პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ნაცნობის მანქანა და საფულე მოიპარა, შემდეგ ავტოავარია მოახდინა" - პოლიციამ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა, რომელმაც ნაცნობის ავტომობილი და საფულე მოიპარა, შემდეგ კი ავტოავარია მოახდინა და მიიმალა.

"ნაცნობის მანქანა და საფულე მოიპარა, შემდეგ ავტოავარია მოახდინა" - პოლიციამ 1 პირი დააკავა
ტაბულა

თბილისის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული თბილისში ნაცნობის კუთვნილი ავტომობილის გასაღებსა და საფულეს ფარულად დაეუფლა. მოგვიანებით მან ავტომობილი ავტოსადგომიდან გაიყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

"დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულმა ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, ავტომობილი ადგილზე მიატოვა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი და საფულე ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში ბინების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები