ქეთი მოლაშვილი: ქართული გვარი, ქართველობას არ ნიშნავს..
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთში მოკლეს ქართველი ბიზნესმენის ცოლი და შვილიო... აჰ, კი არ მოკლეს, ცოლის სხეული დაანაწევრესო. ეს დანაწევრებული სხეული რომ აღმოაჩინეს, მერე ავტოფარეხში 19 წლის ჯერ სულ ბავშვი, ამავე ქალისა და ბიზნესმენის შვილი ნახეს, ისიც მოკლულიო...
სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია,
რუსეთში მოკლეს ქართველი ბიზნესმენის ცოლი და შვილიო..
აჰ, კი არ მოკლეს,
ცოლის სხეული დაანაწევრესო.
ეს დანაწევრებული სხეული რომ აღმოაჩინეს,
მერე ავტოფარეხში
19 წლის ჯერ სულ ბავშვი,
ამავე ქალისა და ბიზნესმენის შვილი ნახეს,
ისიც მოკლულიო...
მე რაში მენაღვლება?
ალბათ მაინც მენაღვლება,
იმიტომ, რომ ქართველია
და მერეც მეორე,
მე ის უფრო მენაღვლება,
ქართველს რომ მოუკლავს ქართველისვე ცოლ-შვილი...
მოკლა კი არადა აკუწა.
რატომ აკუწა?
უკრაინის ომში იბრძოდა
რუსების მხარეს,
დამპალ რუსებს რომ გაემარჯვათ
და ეტყობა იქ გადაირია.
აჰ რუსეთში საიდან მოხვდა?
საქართველოში დანაშაული ჩაიდინა,
მოსკოვს შეაფარა თავი,
მოსკოვმა შეიფარა,
ჯერ ეგრევე პროპაგანდისტულ სამთავრობო არხზე დაასაქმა საქართველოში ძებნილი ტიპი.
მერე მოქალაქეობაც მისცა,
უკრაინის წინააღმდეგ ომშიც გაუშვა
და ბოლოს ქართველს,
ქართველისვე ოჯახი ამოაწყვეტინა,
ააკუწინა...
ჰო, მე რატომ მედარდება და ამიტომ:
სულ ვგრძნობ,
რომ სწორედ ეს უნდა რუსეთს,
რომ ბაგრატიონები დაამციროს,
ყველანაირად გვაჩვენოს,
რომ დასაცინი ხალხი იყვნენ და ახლაც არიან,
ხანდახან მგონია იმ ქალის სტვენის ფოტოსა და ვიდეოს გავრცელება, ისევე რიგორც ინგლისურად ბჟუტური, მაშინ როცა ინგლისური არ იცოდა და მაინც აიძულეს პრეზენტაცია გააკეთეო, კრემლის მიზანმიმართული ქმედება იყო,
რომ დაამციროს ქართველი!
რომ გვაჩვენოს,
ბაგრატიონი კაპიკად არ ვარგა;
რომ
ქართველი ქართველს არ ინდობს;
რომ 'იმ ბატონის' გამო, ერთმანეთს ყელს ღადრავენ ქოცობაში,
არიქა მე უნდა მოვაწონო თავი,
არა მეო;
რომ ემონებიან ბატონს;
რომ მხოლოდ ფული ადარდებთ;
რომ როგორც ერი,
აღარ ვვარგივართ;
რომ დავჩაჩანაკდით.
ჰოდა ძვირფასო ქართველო ხალხო,
გახსოვდეთ,
გუშინ რუსი მოქალაქეს ექსტრადირება მოახდინა ქართულმა ოცნებამ რუსეთში.
ანუ რუსეთის მიერ ძებნილი,
საქართველოში დაიჭირა
და რუსეთს გადასცა
და ჯერ საპატიმროში არ ჰყავდათ მიყვანილი,
ისე მოკლეს!
ისაო, თავს დაესხა ბადრაგებსო..
მატარებელშიო..
გჯერათ?!
ვინ იცის რატომ გამოიქცა რუსეთიდან,
ვინ იცის რა უჭირდა,
როგორ ემუქრებოდნენ,
ქოცებმა დაიჭირეს
და პუტინს გადასცეს.
პუტინმაც იმავე დღეს მოკლა...
პუტინი მკვლელია,
რუსეთი დამპალი იმპერიაა,
იმპერიას ქართველი ხალხის დაპირისპირება უნდა,
ჰოდა უბრალოდ მინდოდა გცოდნოდათ,
რომ რუსეთში ქართველმა,
ქართველი ბიზნესმენის ოჯახი რომ ამოწყვიტა,
ისინი არიან გარუსებული ქართველები
და ქართული გვარი,
ქართველობას არ ნიშნავს..
რუსეთში ყველა ყველას კლავს,
ქურდული სამყარო ფეხს იკიდებს მეტად და მეტად;
წილების გადანაწილებას მიაქვს ქვეყანა,
რომ როგორც ერი, გახრწნილია
და იმიტომ რომ გახრწნილია,
რელიგიას უფრო მეტად ამოეფარა
და როგორც ადრე,
ახლაც შეეცდრება რუსეთის საპატრიარქოს მეშვეობით,
მართლმადიდებლობით მაინც მოგვიქონოს თავი,
ეს ისეთი მძიმე ამბავია,
რომ რელიგიას იყენებენ ამ მიზნებისთვის,
სული მეხუთება..
_ _ _
მოკლე გადახვევა სხვა თემაში:
ჩვენთან აგერ დღეიდან,
წნორი-თბილისის მარშუტკა
10 ლარი კი აღარ იქნება,
არამედ 15,
მაგრამ ქოცი გეტყვით,
აიო ეგ კი არაა პრობლემაო,
10 ნარკორეალიზატორს დაიჭერს,
50-ს თავად 'დაკრიშავს',
ყურადღებას გადაგვატანინებს,
მერე მოკლავს ერთ პატიმარს,
მეორეს რაღაცას გადააყლაპებს,
თუ ძალიან გაუჭირდა,
მდინარაძესაც წააქცევს,
ზედ კალაძეს მიაყოლებს
და ეგება კობახიძეც გაისტუმროს ციხეში..
თუ დასჭირდა..
იმიტომ, რომ ქვეყანა არ ადარდებს
და ბოლოს
მოგვკლავს როგორც ქვეყანას...
მე ის გოგო ვარ,
2012 წელს,
ბიძინა ბედის ვარსკვლავი რომ მეგონა,
მშიერ ხალხს უფასო ფულს რომ დაურიგებდა იმისიც მჯეროდა;
ტექნიკას რომ მისცემდა ხალხს, თუ დაქორწინდებოდნენ, იმისიც მჯეროდა,
თითო სოფელს, თითო მილიონს რომ ჩაგვახუტებდა იმისიც
და ევროპას რომ გააოცებდა,
იმისიც..
მომკალი და მჯეროდა..
დღეს ვუყურებ
ამ 'ბედის ვარსკვლავა' კაცს
და ერთადერთი რაც მისი დანახვისას მახსენდება,
'ანაკონდაა',
სულ გული მიღონდება,
ვინ შეარქვა ეს სახელი მეთქი,
იმიტომ, რომ სულ გველები მელანდება,
რამდენი ბიძოს აჩვენებენ,
არადა ბიძოს სულ აჩვენებენ..
ეჰ,
გრძელი ამბებია,
ბევრს მივედ-მოვედე,
მოკლედ კი იმის თქმა მინდოდა,
ქართველები არა ვართ ცუდი ხალხი
და მარო მაყაშვილს,
ქაქუცას,
მიხა ხელაშვილს,
ილია ჭავჭავაძეს,
რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში,
იმედებს ფიზიკურად ვერ გავუცრუვებთ,
ეგ ამბავი ვერ მოხდება ♡
მადლობა,
ნახვამდის..
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.