მედია: flydubai-ს თვითმფრინავის გამტაცებელი ბენ-გურიონის აეროპორტში შეჯახებას გეგმავდა
ისრაელური მედიის ცნობით, flydubai-ის თვითმფრინავის გამტაცებელმა ჰამამ ალ-ჰამამიმ დაკითხვისას განაცხადა, რომ თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში თვითმფრინავის შეჯახებასა და ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ინციდენტი საუდის არაბეთისა და საპილოტო კაბინაში მომხდარი დაპირისპირების ფონზე გახმაურდა, რის გამოც რეისი უკან შებრუნდა.

ისრაელური მედიის მიხედვით, flydubai-ის თვითმფრინავის გამტაცებელმა, ჰამამ ალ-ჰამამიმ დაკითხვის დროს თქვა, რომ თვითმფრინავის ბენ-გურიონის აეროპორტში შეჯახებას გეგმავდა.
ამჟამად გამტაცებელს დაკითხვა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უტარდება - ისრაელური გამოცემები ინფორმაციას ისრაელელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომლებსაც გამოძიების შესახებ ცნობებზე წვდომა აქვთ.
გამოცემები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ალ-ჰამამი იორდანიის საჰაერო სივრცეში მეორე კაპიტნის მოკვლის შემდეგ ფრენის ჩვეულებრივ გაგრძელებას აპირებდა, რათა ისრაელში შესვლის ნებართვა მიეღო და ბოლო მომენტში აეროპორტს ან იქ დამჯდარ თვითმფრინავს შეჯახებოდა. ამ გზით ალ-ჰამამს ტერაქტის შეჩერების მცდელობების თავიდან არიდება სურდა.
როგორც The Jerusalem Post-ს ისრაელელმა წყაროებმა უთხრეს, ალ-ჰამამიმ დაკითხვის დროს თქვა, რომ ტერაქტს დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა და flydubai-ში დასაქმება თელ-ავივში ფრენების შემსრულებელი ავიაკომპანიების მოძიების შემდგომ გადაწყვიტა.
"ყველა ავიახაზებში დასაქმება ვცადე. ოპერაცია მანამდე დავგეგმე, სანამ კომპანია ამიყვანდა. [...] ოცნება ის იყო, რომ ბენ-გურიონის აეროპორტს შევჯახებოდი". - თქვა ალ-ჰამამიმ Jerusalem Post-ის მიხედვით.
ისრაელური მედიის თანახმად, ალ-ჰამამი flydubai-ში დასაქმების შემდეგ ბენ-გურიონის აეროპორტში რამდენჯერმე ჩავიდა. როგორც გამოცემები წერენ, მან გამომძიებლებს უთხრა, რომ ივნისში აეროპორტში ჩასვლისას მთელ დროს სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებასა და თავდასხმის დაგეგმვას უთმობდა.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი ტერაქტს თავდაპირველად ივლისში გეგმავდა, თუმცა თავდასხმა გადადო, რადგან ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან მეგობრობდა და მისი მოკვლა არ სურდა.
Jerusalem Post წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელელი სამართალდამცავების ვარაუდით, ალ-ჰამამი მარტო მოქმედებდა, ტერაქტის დაგეგმვა თავისი ინიციატივით გადაწყვიტა და რომელიმე ტერორისტული დაჯგუფებისგან დავალებები არ მიუღია.
ცნობისთვის, 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შებრუნდა. თვითმფრინავი ქალაქ თაბუქის აეროპორტში დაეშვა - საპილოტო კაბინაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ.
დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ
საინფორმაციო გამოცემა Walla-ს მონაცემებით, პილოტი, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, ომანის მოქალაქეა.
"ჩვენ ამ თავდამსხმელის საქმის ძირეულ მიზეზებს დავადგენთ - ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები, იდგა თუ არა ამის უკან ირანი. ვფიქრობ, ამას ძალიან მალე შევიტყობთ", - განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-სთან ინტერვიუში.
ნეთანიაჰუ: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეჭვმიტანილ პილოტს თვითმფრინავის ჩამოგდება სურდა
მოგვიანებით, Wall Street Journal-მა გაავრცელა ცნობა, რომ flydubai-ის თვითმფრინავის გამტაცებელს ომანის ხელისუფლებამ წარსულში ფრენა აუკრძალა - "რადიკალური იდეოლოგიური შეხედულებების გამო".
ციტატები სტატიიდან
„ყველა ავიახაზებში დასაქმება ვცადე. ოპერაცია მანამდე დავგეგმე, სანამ კომპანია ამიყვანდა. [...] ოცნება ის იყო, რომ ბენ-გურიონის აეროპორტს შევჯახებოდი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.