ევროკავშირიდან გამოძევებული ქართველები - რიცხვები, მიზეზები და საფრთხეები
ევროსტატის მონაცემებით, საქართველო ევროკავშირიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით ლიდერთა შორის რჩება. ექსპერტები და ყოფილი დიპლომატები ამას ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და სამთავრობო უწყებების მხრიდან არაეფექტურ ნაბიჯებს უკავშირებენ.

ევროკავშირიდან გამოძევებულთა შორის ქართველები ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე არიან. ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ევროკავშირიდან საქართველოს ჯამში 4200 მოქალაქე გამოაძევეს. უშუალოდ მეორე კვარტალში კი 2 140 ადამიანი იყო გამოძევებული და საქართველოს ამ მაჩვენებლით მხოლოდ თურქეთი და სირია უსწრებენ.
ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი გერმანიიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან გამოაძევეს, ანუ იმ ქვეყნებიდან სადაც ქართველების მიგრაცია მაღალია.
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომლითაც საქართველო თითქმის ათი წელია სარგებლობს, რეადმისიას ითვალისწინებს, ეს არის პროცედურა, როდესაც პირი ბრუნდება სამშობლოში, რადგან მან დაარღვია ევროკავშირში ყოფნის წესები. რეადმისიის პროცესი რომ განხორციელდეს, საქართველოს მთავრობამ ამ კუთხით ევროკავშირთან უნდა ითანამშრომლოს.
"რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება გავაფორმეთ ვიზების გამარტივების ხელშეკრულებასთან ერთად. 2011 წლის მარტიდან არის ამოქმედებული და სწორედ ამ რეადმისიის ხელშეკრულებამ განსაზღვრა ის, რომ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ანუ რეადმისიის ხელშეკრულების გარეშე უვიზო მიმოსვლამდე ვერ მივიდოდით, რადგან ავიღეთ ვალდებულება, რომ უკანონოდ წასული ჩვენი მოქალაქეები, ისევე როგორც საქართველოს გავლით წასული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, უკან დავაბრუნოთ", - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველაძე BMG-სთან და ამატებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებს, უკონტროლო მიგრაცია კი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხეს აჩენს.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება რეალურად არაფერს აკეთებს ამ უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად, რადგან ის ევროპოლსა და „ფრონტექსთან“ ისე ინტენსიურად არ თანამშრომლობს, როგორც ეს საჭიროა. ღია წყაროებშიც კი შეგვიძლია ვნახოთ, ე.წ. არალეგალი გადამყვანები როგორ არეკლამებენ საკუთარ მომსახურებას და როგორ მიჰყავთ, მაგალითად „დეპორტიანი“ პირები. საქართველოს ხელისუფლება ამას არ აღმოფხვრის, შინაგან საქმეთა სამინისტროც არაფერს აკეთებს მაშინ როცა ეს ადამიანები სრულიად ღიად სთავაზობენ საზოგადოებას თავიანთ სერვისს", - გვეუბნება მიშველაძე.
შარშან ევროკავშირიდან ჯამში საქართველოს 10 475 მოქალაქე გამოაძევეს. ამ მაჩვენებლით საქართველო მეორე ადგილზე იყო და მას მხოლოდ თურქეთი უსწრებდა.
"რა რეალობა გვაქვს? „ქართული ოცნება“ ამაყობს იმით, რომ ქვეყანაში დიდი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ჩვენს მოსახლეობას საკუთარი ოჯახების შესანახი რესურსი არ გააჩნია. ანუ პრობლემაა როგორც სამუშაო ადგილები, ისე სიღარიბე.
გარდა ამისა, სოციალური დახმარების მიღების მსურველთა რიცხვი, ფაქტობრივად, მოსახლეობის მესამედს 30%-ს შეადგენს. ამავდროულად, გვაქვს კლეპტოკრატიული, ხელოვნურად შექმნილი რენტის ეკონომიკა, სადაც მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესწრეები თუ ამ ოლიგარქიულ სისტემაში ჩართული ადამიანები მაქსიმალურად სარგებლობენ. რატომ გადიან საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან და რატომ ითხოვენ თავშესაფარს? პირველი და ყველაზე მთავარი მიზეზი ის არის, რომ მათ არა აქვთ არანაირი ეკონომიკური საშუალება გადარჩენისა და ცხოვრებისათვის", - გვეუბნება გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი.
საქართველოდან მიგრაციის მაჩვენებელი რომ მაღალია, ამას ოფიციალური სტატისტიკაც აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ემიგრაციაში საქართველოს 58 799 მოქალაქე წავიდა. გასულ წლებში მიგრაციის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო და მაგალითად 2023 წელს 163 ათასზე მეტი ქართველი წავიდა ემიგრაციაში.
სოციალური მდგომარეობით ხსნის მაღალ მიგრაციას მწვანეთა პარტიის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი ევროპარლამენტში, თამარ გუგულაშვილიც.
"ციფრები, რომ ქართველები ლიდერობენ ისეთ ქვეყნებთან მიმართებითაც კი, როგორიც თურქეთი და სხვებია, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში გაცილებით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მძიმე პოლიტიკური და სოციალური ფონია, რის შესახებაც ევროპაშიც ძალიან კარგად იციან. ალბათ ხშირად გაგიგიათ ჩვენი მთავრობისა თუ მმართველი ძალის წარმომადგენლებისგან ასეთი ფრაზები: რა უნდა ევროპას, ერევა ჩვენს შიდა საქმეებში, ლახავს ჩვენს სუვერენიტეტს და ა.შ. რა უნდა ევროპას? ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ევროპის სასიცოცხლო ინტერესია, რომ მისი სამეზობლო იყოს მდგრადი, ეკონომიკურად განვითარებული და პოლიტიკურად სტაბილური, რათა ხალხი ამ ქვეყნებიდან არ გარბოდეს. იმიტომ, რომ როდესაც ხალხი მიდის ის სწორედ ევროპაში გარბის", - ამბობს მწვანეთა პარტიის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი ევროპარლამენტში თამარ გუგულაშვილი.
მაღალი მიგრაცია საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკაში ფულადი გზავნილების სახით ბრუნდება, რომელიც მუდმივად მზარდია. ყოველწლიურად ქართველები 3 მილიარდ დოლარზე მეტს რიცხავენ, ამაში კი ევროკავშირის წვლილი ძალიან დიდია, რადგან შემოსული ფულადი გზავნილების 45% სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.
ციტატები სტატიიდან
„რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება გავაფორმეთ ვიზების გამარტივების ხელშეკრულებასთან ერთად. 2011 წლის მარტიდან არის ამოქმედებული და სწორედ ამ რეადმისიის ხელშეკრულებამ განსაზღვრა ის, რომ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ანუ რეადმისიის ხელშეკრულების გარეშე უვიზო მიმოსვლამდე ვერ მივიდოდით, რადგან ავიღეთ ვალდებულება, რომ უკანონოდ წასული ჩვენი მოქალაქეები, ისევე როგორც საქართველოს გავლით წასული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, უკან დავაბრუნოთ“
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება რეალურად არაფერს აკეთებს ამ უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად, რადგან ის ევროპოლსა და „ფრონტექსთან“ ისე ინტენსიურად არ თანამშრომლობს, როგორც ეს საჭიროა. ღია წყაროებშიც კი შეგვიძლია ვნახოთ, ე.წ. არალეგალი გადამყვანები როგორ არეკლამებენ საკუთარ მომსახურებას და როგორ მიჰყავთ, მაგალითად „დეპორტიანი“ პირები. საქართველოს ხელისუფლება ამას არ აღმოფხვრის, შინაგან საქმეთა სამინისტროც არაფერს აკეთებს მაშინ როცა ეს ადამიანები სრულიად ღიად სთავაზობენ საზოგადოებას თავიანთ სერვისს“
„რა რეალობა გვაქვს? „ქართული ოცნება“ ამაყობს იმით, რომ ქვეყანაში დიდი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ჩვენს მოსახლეობას საკუთარი ოჯახების შესანახი რესურსი არ გააჩნია. ანუ პრობლემაა როგორც სამუშაო ადგილები, ისე სიღარიბე. გარდა ამისა, სოციალური დახმარების მიღების მსურველთა რიცხვი, ფაქტობრივად, მოსახლეობის მესამედს 30%-ს შეადგენს. ამავდროულად, გვაქვს კლეპტოკრატიული, ხელოვნურად შექმნილი რენტის ეკონომიკა, სადაც მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესწრეები თუ ამ ოლიგარქიულ სისტემაში ჩართული ადამიანები მაქსიმალურად სარგებლობენ. რატომ გადიან საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან და რატომ ითხოვენ თავშესაფარს? პირველი და ყველაზე მთავარი მიზეზი ის არის, რომ მათ არა აქვთ არანაირი ეკონომიკური საშუალება გადარჩენისა და ცხოვრებისათვის“
„ციფრები, რომ ქართველები ლიდერობენ ისეთ ქვეყნებთან მიმართებითაც კი, როგორიც თურქეთი და სხვებია, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში გაცილებით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მძიმე პოლიტიკური და სოციალური ფონია, რის შესახებაც ევროპაშიც ძალიან კარგად იციან. ალბათ ხშირად გაგიგიათ ჩვენი მთავრობისა თუ მმართველი ძალის წარმომადგენლებისგან ასეთი ფრაზები: რა უნდა ევროპას, ერევა ჩვენს შიდა საქმეებში, ლახავს ჩვენს სუვერენიტეტს და ა.შ. რა უნდა ევროპას? ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ევროპის სასიცოცხლო ინტერესია, რომ მისი სამეზობლო იყოს მდგრადი, ეკონომიკურად განვითარებული და პოლიტიკურად სტაბილური, რათა ხალხი ამ ქვეყნებიდან არ გარბოდეს. იმიტომ, რომ როდესაც ხალხი მიდის ის სწორედ ევროპაში გარბის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.