ევროკავშირიდან 2026 წლის 6 თვეში 12 615 ქართველი გამოაძევეს
ევროსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჯამში 12 615 მოქალაქე იქნა გამოაძევებული.

წელს პირველ კვარტალში - იანვარში, თებერვალსა და მარტში - ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოში 10 475 მოქალაქე გამოაძევეს.
30 სექტემბერს კი ევროსტატმა გამოქვეყნა მეორე კვარტლის - აპრილის, მაისისა და ივნისის - სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ამ სამ თვეში საქართველოში კიდევ 2 140 ადამიანი გამოაძევეს ევროკავშირიდან.
ამავე სტატისტიკის თანახმად:
მეორე კვარტალში უმეტესობა იმ ადამიანებს შორის, „ვის მიმართაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაძევების შესახებ“, არიან ალჟირის (10 390), მაროკოსა (6 200) და სირიის (5 180) მოქალაქეები.
ხოლო „მესამე ქვეყნებში [უკვე] დაბრუნებულთა შორის“ უმეტესობა თურქეთის, (3 765),სირიისა (2 770) და საქართველოს (2 140) მოქალაქეა.
პირველ კვარტალში საქართველო, თურქეთის (13 405) შემდეგ მეორე ადგილზე იყო გაძევებულთა რაოდენობით - 10 475 მოქალაქით.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.