ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისხვადასხვასტატია

კუზანოვი, პაპავა, მურღულია და სხვები - საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა

2026 წლის 4 ოქტომბერს დედაქალაქის მერიამ საპატიო თბილისელის წოდებით 32 მოქალაქე დააჯილდოვა.

კუზანოვი, პაპავა, მურღულია და სხვები - საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა
კუზანოვი, პაპავა, მურღულია და სხვები - საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდარადიო თავისუფლება

მათ შორის იყვნენ კულტურისა და მეცნიერების დარგის წარმომადგენლები.

სიგელები მათ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადასცა თბილისობის საზეიმო ღონისძიებაზე.

საპატიო თბილისელები გახდნენ:

ივანე (ივა) კუზანოვი - პლასტიკური ქირურგი, საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების დამფუძნებელი;

ვლადიმერ (ლადო) პაპავა - თსუ-ს ყოფილი რექტორი (2013-16 წწ), მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;

ნინო სალუქვაძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი.ამჟამად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს.

გრიგოლ (გია) მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

კირა ანდრონიკაშვილი - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე.

ლერი ხაბელოვი - სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი, ყოფილი პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“;

ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, მთარგმნელი, დიპლომატი;

ბესარიონ დოჭვირი - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტსა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში.

რამაზ ხეცურიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის აკადემიკოს-მდივანი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი;

დავით გორდელაძე - ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

მიხეილ კილოსანიძე - ხმის რეჟისორი.

ავთანდილ დემეტრაშვილი - იურისტი, პროფესორი, საქართველოს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი;

იური ოსიპოვი - მოფარიკავე. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი;

რევაზ კლდიაშვილი - ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

მამუკა მიქელაძე - მხატვარი, მონუმენტალისტი.

ირმა გურიელი - ჟურნალისტი, მსახიობი. სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ ყოფილი სოლისტი.

იანო ალიბეგაშვილი - მომღერალი, ოპერის სოლისტი.

გიორგი ქორქაძე - მუსიკოსი. 1979 წლიდან დღემდე არის ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი;

დავით მეტრეველი - ექიმი, ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის დირექტორი;

მურმან გელენიძე - მხატვარი. წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული შრიფტების შექმნასა და სრულყოფაზე.

ლევან ჯაფარიძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

ტარიელ ონაშვილი - მომღერალი, სსიპ „საქართველოს ხალხური სიმღერისა“ და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ პირველი თაობის წევრი;

გივი შუღაროვი - ინჟინერი, პოლიტიკოსი. იყო მეოთხე და მეხუთე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი („მოქალაქეთა კავშირიდან“);

ნუგზარ მეძმარიაშვილი - მხატვარი, მონუმენტალისტი.

თენგიზ ასათიანი - ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი.

ედიშერ მაჩაიძე - სპორტული მსაჯი, პროფესორი. არის ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) სამეცნიერო საბჭოსა და UWW-ის ევროპის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

ელგუჯა ადამია - ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

რევაზ ჯავახიშვილი - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

გიორგი ალიბეგაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე; 2017 წლიდან - საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე;

ზურაბ გოშაძე - პოეტი, ფილოლოგი. ავტორია სიმღერის, „გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო“, ტექსტის ავტორი;

რამაზ ხუროძე - ინჟინერი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

ჯემალ ძაგანია - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სპორტის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.