ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ბლოკადას ურყევი უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპი მოქმედების ყველა ვარიანტს განიხილავს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის აშშ-ისეული ბლოკადა უნაკლოდ მუშაობს და ირანი მას ვერ აკონტროლებს. მისი თქმით, თუ ირანი არ გააკეთებს სწორ არჩევანს, აშშ-ის პრეზიდენტს მოქმედების ყველა ვარიანტი ექნება მაგიდაზე, ხოლო ტრამპის მთავარი მიზანია, ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ბლოკადას ურყევი უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპი მოქმედების ყველა ვარიანტს განიხილავს
პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ბლოკადას ურყევი უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპი მოქმედების ყველა ვარიანტს განიხილავსრუსთავი 2

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ურყევია. მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპს მოქმედების "ყველა საჭირო ვარიანტი აქვს მაგიდაზე", თუ ირანი სრუტის გარშემო თამაშებს გააგრძელებს. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

"ირანს სურს, ისეთი ობიექტების გარშემო ითამაშოს, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე. მაგრამ ისინი არ აკონტროლებენ მას, ჩვენ ვაკონტროლებთ. მათ სრუტის გავლით ფაქტობრივად არაფრის გატარება არ შეუძლიათ. ჩვენი ბლოკადა უნაკლოდ მუშაობს: ყოველ ღამე გამავალი ტვირთის მოცულობა პრაქტიკულად ომამდელ დონეს აღწევს - ეს აშკარად ჩანს გამტარუნარიანობის მაჩვენებლებში", - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს.

ჰეგსეთის თქმით, ისინი ძალიან ძლიერ პოზიციაში არიან და ირანმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.

"ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან ძლიერ პოზიციაში ვართ. ირანმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. თუ ასე არ მოიქცევა, პრეზიდენტს მოქმედებისთვის ყველა საჭირო ვარიანტი ექნება. თუმცა, ის არ აპირებს სიტუაციის ზედმეტად გაჭიანურებას. მას ესმის ამოცანის ბუნება და ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ იგი, როდესაც შესაბამისი ბრძანება გაიცემა", - დასძინა ჰეგსეთმა.

ჰეგსეთმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპს ხაზგასმით აქვს გადაწყვეტილი ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის შეძენაში.

"მესიჯი ძალიან მარტივია: ირანს არასდროს, არანაირ ვითარებაში არ ექნება ბირთვული იარაღი. პრეზიდენტი ტრამს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს არ დაუშვას და ის ამას არც დაუშვებს", - თქვა ჰეგსეთმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ირანს სურს, ისეთი ობიექტების გარშემო ითამაშოს, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე. მაგრამ ისინი არ აკონტროლებენ მას, ჩვენ ვაკონტროლებთ. მათ სრუტის გავლით ფაქტობრივად არაფრის გატარება არ შეუძლიათ. ჩვენი ბლოკადა უნაკლოდ მუშაობს: ყოველ ღამე გამავალი ტვირთის მოცულობა პრაქტიკულად ომამდელ დონეს აღწევს - ეს აშკარად ჩანს გამტარუნარიანობის მაჩვენებლებში“
„მესიჯი ძალიან მარტივია: ირანს არასდროს, არანაირ ვითარებაში არ ექნება ბირთვული იარაღი. პრეზიდენტი ტრამს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს არ დაუშვას და ის ამას არც დაუშვებს“
„ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან ძლიერ პოზიციაში ვართ. ირანმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. თუ ასე არ მოიქცევა, პრეზიდენტს მოქმედებისთვის ყველა საჭირო ვარიანტი ექნება. თუმცა, ის არ აპირებს სიტუაციის ზედმეტად გაჭიანურებას. მას ესმის ამოცანის ბუნება და ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ იგი, როდესაც შესაბამისი ბრძანება გაიცემა“
პიტ ჰეგსეთი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვა აწუხებს - მათთან შეთანხმებას დადებენ თუ საბოლოოდ გაანადგურებენ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები