ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფეიქრიშვილების საქმის პროკურორი ქოლცენტრებზე: ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ

ტვ პირველისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პროკურატურა

ფეიქრიშვილების სასამართლო სხდომის შემდეგ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება და ამ ეტაპზე ქოლცენტრებთან კავშირს ვერც გამორიცხავენ და ვერც დაადასტურებენ. ძმებს 10 მილიონი ლარის გათეთრების ბრალდება წარედგინათ.

ფეიქრიშვილების საქმის პროკურორი ქოლცენტრებზე: ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ
ფეიქრიშვილების საქმის პროკურორი ქოლცენტრებზე: ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთრადიო თავისუფლება

3 ოქტომბერს, ₾10 მლნ-ის გათეთრების ბრალდების შესახებ ფეიქრიშვილების სასამართლო სხდომის შემდეგ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა:

„სამომავლო ვარაუდებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გამოძიება ჩატარდებათ სრულყოფილად და ობიექტურად. ამ ეტაპზე ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ“.

მას ჟურნალისტმა ჰკითხა, აქვთ თუ არა ვარაუდი, რომ ძმები ფეიქრიშვილები უკანონო „ქოლცენტრებთან“ იყოს დაკავშირებული.

მარიამ ბერძენიშვილი არაერთი გახმაურებული საქმის პროკურორია, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის.

ლილუაშვილს 16 სექტემბერს „ქოლცენტრების მაფველობისა“ და ქრთამის აღების ბრალდებით 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რას ედავებიან ფეიქრიშვილებს

პროკურატურამ 22 სექტემბერს დაკავებულ ძმებს, გიორგი და დავით ფეიქრიშვილებს 2 ოქტომბერს ახალი ბრალდება წარუდგინა - 10 მილიონი ლარის „გათეთრება“.

ახალი ბრალდება უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რის გამოც ისინი დააპატიმრეს, და 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლომ ფეიქრიშვილებს 23 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ორ სხვადასხვა საქმეზე. დაპატიმრებულია მათი პირადი მცველიც, ალექსანდრე ჩაფოძე.

გიორგი ფეიქრიშვილს ედავებიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ბიზნესმენ რატი გურგენიშვილისთვის - ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან - რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს 2025 წლის 2 ოქტომბერს ვაკეში ტაქსისთან დაპირისპირების ინციდენტია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამომავლო ვარაუდებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გამოძიება ჩატარდებათ სრულყოფილად და ობიექტურად. ამ ეტაპზე ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ“
მარიამ ბერძენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები