პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: როდესაც ხარ პოლიტიკური პარტია და შენს სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ,

ქართული ოცნება

თბილისის მერმა კახა კალაძემ შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიცია არ არსებობს და ხალხმა მათ შესაბამისი პასუხი გასცა.

კახა კალაძე: როდესაც ხარ პოლიტიკური პარტია და შენს სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ,
POSTV

„ოპოზიცია არ არსებობს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებულ შუალედური არჩევნების შედეგებს.

მისი განმარტებით, ოპოზიციამ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ქართველი ხალხისგან შესაბამისი პასუხი მიიღო.

„არჩევნების შედეგებმა აჩვენა ქართველი ხალხის დამოკიდებულება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ. აჩვენა ის, თუ რა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას”. ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს. ხედავთ, ვინ არიან, რა წარსული აქვთ და როგორ მოქმედებენ ეს ადამიანები. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ამჩნევს ამას. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ საიდან იმართება.

როდესაც ხარ პოლიტიკური პარტია და შენს სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქმედებებით და განცხადებებით საკუთარ სახელმწიფოს აზიანებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო. კონკრეტულ ადამიანებს, ორგანიზაციებს, პარტიებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეულნი, არ უნდა მიეცეთ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. იმიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ პირველ რიგში, მათი ინტერესები უნდა გავატაროთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: როდესაც სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღებ, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო
  2. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე: როდესაც სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღებ, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო
  3. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – როდესაც სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღებ, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე: კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები