ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კახა კალაძე: როდესაც სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღებ, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო

ქართული ოცნება

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიცია არ არსებობს და ხალხმა მათ შესაბამისი პასუხი გასცა.

კახა კალაძე: როდესაც სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღებ, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო
კახა კალაძე: როდესაც სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღებ, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდორუსთავი 2

„ოპოზიცია არ არსებობს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებულ შუალედური არჩევნების შედეგებს.

მისი განმარტებით, ოპოზიციამ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ქართველი ხალხისგან შესაბამისი პასუხი მიიღო.

„არჩევნების შედეგებმა აჩვენა ქართველი ხალხის დამოკიდებულება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ. აჩვენა ის, თუ რა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას”. ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს. ხედავთ, ვინ არიან, რა წარსული აქვთ და როგორ მოქმედებენ ეს ადამიანები. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ამჩნევს ამას. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ საიდან იმართება.

როდესაც ხარ პოლიტიკური პარტია და შენს სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქმედებებით და განცხადებებით საკუთარ სახელმწიფოს აზიანებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო. კონკრეტულ ადამიანებს, ორგანიზაციებს, პარტიებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეულნი, არ უნდა მიეცეთ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. იმიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ პირველ რიგში, მათი ინტერესები უნდა გავატაროთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოპოზიცია არ არსებობს“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.