პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე უფასო სასადილოების მენიუზე - ფასს განსაზღვრავს ბაზარი, რა უფლება გვაქვს, გამოვაცხადოთ იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლევაში? - როგორც თემურ ქეცბაია იტყოდა, თქვენ იქიდანაც გინდათ და აქედანაც გინდათ, ასე არ გამოდის

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ უფასო სასადილოების მენიუს ფასებს ბაზარი განსაზღვრავს და მერია კანონს ვერ დაარღვევს იმით, რომ ბაზრის კვლევაზე მაღალი ფასით გამოაცხადოს ტენდერი.

კახა კალაძე უფასო სასადილოების მენიუზე - ფასს განსაზღვრავს ბაზარი, რა უფლება გვაქვს, გამოვაცხადოთ იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლევაში? - როგორც თემურ ქეცბაია იტყოდა, თქვენ იქიდანაც გინდათ და აქედანაც გინდათ, ასე არ გამოდის
ინტერპრესნიუსი

ფასს განსაზღვრავს ბაზარი. თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფასში ამ კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლიათ და შესაძლებელია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, კანონის წინააღმდეგ წავიდეთ და გამოვაცხადოთ იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლევაში? - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის გამოყოფილ კალათებს და პროდუქტებზე ფასების ზრდას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მერია არ ადგენს ფასებს, ამას განსაზღვრავს ბაზარი.

„რაც შეეხება ფასებს, ამ თემით სპეკულირებთ მუდმივად. მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მერია არ ადგენს ფასებს, ამას განსაზღვრავს ბაზარი. ჩვენ ვაცხადებთ კონკრეტული მენიუთი, შედგენილს იმ ადამიანებით, რომლებიც დარგის სპეციალისტები არიან და არ იფიქროთ, რომ ამ მენიუს მერიის რომელიმე წარმომადგენელი ადგენს. სპეციალისტების ჩართულობით ხდება კონკრეტული მენიუს შედგენა. შემდეგ ცხადდება ბაზრის კვლევა და ბაზრის კვლევით განისაზღვრება ფასი. ის თანხა, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ჩვენ რომ ავდგეთ და უფრო მეტი ფასით გამოვაცხადოთ კონკრეტული ტენდერი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მაშინ რეაქცია გექნებოდათ, რომ ბაზრის კვლევით არის კონკრეტული ფასი და მერია უფრო მეტ ფასს აცხადებს. როგორც თემურ ქეცბაია იტყოდა, თქვენ იქიდანაც გინდათ და აქედანაც გინდათ, და ასე არ გამოდის.

ფასს განსაზღვრავს ბაზარი. თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფასში ამ კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლიათ და შესაძლებელია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, კანონის წინააღმდეგ წავიდეთ და გამოვაცხადოთ იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლევაში?“,-განაცხადა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შეეხება ფასებს, ამ თემით სპეკულირებთ მუდმივად. მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მერია არ ადგენს ფასებს, ამას განსაზღვრავს ბაზარი. ჩვენ ვაცხადებთ კონკრეტული მენიუთი, შედგენილს იმ ადამიანებით, რომლებიც დარგის სპეციალისტები არიან და არ იფიქროთ, რომ ამ მენიუს მერიის რომელიმე წარმომადგენელი ადგენს. სპეციალისტების ჩართულობით ხდება კონკრეტული მენიუს შედგენა. შემდეგ ცხადდება ბაზრის კვლევა და ბაზრის კვლევით განისაზღვრება ფასი. ის თანხა, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ჩვენ რომ ავდგეთ და უფრო მეტი ფასით გამოვაცხადოთ კონკრეტული ტენდერი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მაშინ რეაქცია გექნებოდათ, რომ ბაზრის კვლევით არის კონკრეტული ფასი და მერია უფრო მეტ ფასს აცხადებს. როგორც თემურ ქეცბაია იტყოდა, თქვენ იქიდანაც გინდათ და აქედანაც გინდათ, და ასე არ გამოდის. ფასს განსაზღვრავს ბაზარი. თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფასში ამ კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლიათ და შესაძლებელია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, კანონის წინააღმდეგ წავიდეთ და გამოვაცხადოთ იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლევაში?“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
როგორ ემსახურებიან უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღიურად 1.70 ლარად? - მერიის განმარტებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები