ირაკლი კობახიძე: სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სკოლების უდიდეს უმრავლესობაში მე-12 კლასი ფიქტიური იყო და მოსწავლეები რეალურად სკოლაში არ დადიოდნენ, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება 11-კლასიან განათლებაზე გადასვლაზე. მისი თქმით, მე-11 კლასი უნდა გახდეს საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის და მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელი პერიოდი.

განათლების რეფორმაზე იყო დისკუსიები, არაერთი ფორმატი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ სხვადასხვა ფორმატში განვავრცოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, უკვე გატარებულ რეფორმაშიც კი შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სკოლების უმრავლესობაში მე-12 კლასი იყო ფიქტიური, რადგან მოსწავლეები რეალურად სკოლაში არ დადიოდნენ.
„სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში. ეს იყო რეალური მოცემულობა სკოლების უდიდეს უმრავლესობაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 11-კლასიან განათლებასთან დაკავშირებით იმის გათვლით, რომ მათ შორის, ბევრი ზედმეტი საგანი იყო, ბევრი ზედმეტი სახელმძღვანელო და ა.შ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა. ასევე, მე-11 კლასს რაც შეეხება, რომ უნდა იყოს ერთგვარი მოსამზადებელი შემდეგი საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის, სწორედ ეს არის მიზანი, რომ შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც იქნება განკუთვნილი სწორედ რეპეტიტორიუმისთვის, მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად. დანარჩენი, ყველა თემასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა და მზად ვართ ასეთი მსჯელობისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ციტატები სტატიიდან
„სკოლების უდიდეს უმრავლესობაში, 90%-ზე ბევრად მეტში მე-12 კლასი იყო ფიქტიური და რეალურად, მოსწავლეები არ დადიოდნენ სკოლებში. ეს იყო რეალური მოცემულობა სკოლების უდიდეს უმრავლესობაში. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 11-კლასიან განათლებასთან დაკავშირებით იმის გათვლით, რომ მათ შორის, ბევრი ზედმეტი საგანი იყო, ბევრი ზედმეტი სახელმძღვანელო და ა.შ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ 11 კლასში შესაძლებელი იყო პროგრამის სრულად ჩატევა. ასევე, მე-11 კლასს რაც შეეხება, რომ უნდა იყოს ერთგვარი მოსამზადებელი შემდეგი საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის, სწორედ ეს არის მიზანი, რომ შემუშავდეს ახალი სასწავლო პროგრამა მე-11 კლასისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებით, რომელიც იქნება განკუთვნილი სწორედ რეპეტიტორიუმისთვის, მათ შორის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად. დანარჩენი, ყველა თემასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა და მზად ვართ ასეთი მსჯელობისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.