საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად დაესწრო სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს „სოფიკო 90“ დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაესწრო საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“.
ღონისძიება ლეგენდარული მსახიობის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი ცხოვრებისა თუ შემოქმედების გამორჩეულ ეპიზოდებს აერთიანებდა.
საღამოზე, რომლის რეჟისორი ნიკუშა შენგელაია იყო, მუსიკალურ ნომრებს შორის სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებითი გზისა და ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები გაიხსენეს.
სოფიკო ჭიაურელმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში. მის მიერ შექმნილი დაუვიწყარი სახეები ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მისი შემოქმედება აღიარებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.