ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“ დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს „სოფიკო 90“ დაესწრო, რომელიც ლეგენდარული მსახიობის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“ დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“ დაესწროიმედინიუსი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“ დაესწრო.

ღონისძიება ლეგენდარული მსახიობის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი ცხოვრებისა თუ შემოქმედების გამორჩეულ ეპიზოდებს აერთიანებდა.

საღამოზე, რომლის რეჟისორი ნიკუშა შენგელაია იყო, მუსიკალურ ნომრებს შორის სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებითი გზისა და ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები გაიხსენეს.

სოფიკო ჭიაურელმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში. მის მიერ შექმნილი დაუვიწყარი სახეები ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მისი შემოქმედება აღიარებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.