"შაბათის ეთერი" ასაჯაროებს პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის ახალ ჩანაწერს - რა მოხდა ციხეში?
"შაბათის ეთერმა" გაავრცელა სასამართლო სხდომის ჩანაწერი, სადაც 36 წლის პატიმარი გიორგი დავითაძე ამტკიცებს, რომ რუსთავის მე-6 ციხეში ბადრაგმა გააუპატიურა. ოჯახის განცხადებით, გამოძიება 9 თვეა უშედეგოდ მიმდინარეობს. მოსამართლემ პროკურორს საქმის დაუყონებლივ აღძვრა დაავალა, ხოლო პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდების უარსაყოფად ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა სასამართლოს სხდომის ის ჩანაწერი, სადაც 36 წლის პატიმარი პირველად ყვება, რომ ის რუსთავის მეექვსე ციხეში 10 თანამშრომლის მონაწილეობით ძალადობის მსვერპლი გახდა და ბადრაგმა გააუპატიურა.
გიორგი დავითაძე სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდის, გამოძიების მასალების მიხედვით, იმ დროს როდესაც შინაგან საქმემთა სამინსიტროს თანამშრომელი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, მეგობართან მისულ დავითაძესთან დაპირისპირება მოუვიდა. რა დროსაც დავითაძის ოჯახის მტკიცებით იყო ორმხრივი სროლა.
ჩანაწერის მიხედვით, კიცი მოსამართლეს უყვება, რომ მისი სამაგალითოდ დასჯა რუსთავის მეექვსე ციხის უფროსს, იმ პოლიციელმა დაუკვეთა, რომელზე თავდასხმის ბრალდებით ციხეში ჩასვეს.
პატიმრის შესაძლო გაუპატიურების ამბავს, მოსამართლე პაატა სილაგაძე ისმენს. ჩანაწერში, რომელიც შაბათის გუნდმა მოიპოვა ცხადად ისმის, რომ მოსამართლე პროკურორს ნუგზარ გრიგალაშვილს, პატიმრის გაუპატიურების ამბავზე სისხლის სამართლის საქმის დაუყონებლივ აღძვრას ავალებს. პროკურორი კი პასუხობს რომ გამოძიება მიდის.
გიორგი დავითაძის ოჯახი, გაუპატიურებაში დადანაშაულებული ბადრაგების დასჯას 9 თვე უშედეგოდ ელოდა. მათი თქმით, მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ საქმე თაროზე შემოიდო, სცადეს თეა წულუკიანთან კონტაქტი, წერილი გაუგზავნეს ანზორ ჩუბინიძეს. დავითაძეების ოჯახისთვის წულუკიანიც და "ოცნების" სხვა ძველი წევრები უცხო ხალხი არ არის. 2012 წელს ისინი ერთად იბრძოდნენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლბაში მოსაყვანად. ავთანდილ დავითაძე კოალიციის სიის თბილისის საკრებულოს დეპუტატიც იყო.
ჩანაწერი "ტვ პირველმა" 2 ოქტომბერს დილით 11 საათზე გაავრცელა. პენიტენციურმა სამსახურმა რამდენიმე საათში გამოაქვეყნა კადრები, იმის უარსაყოფად რომ პატიმარი არ გაუპატიურებიათ. ვიდეომასალის დეტალური გაშიფვრით გიორგი დავითაძის ნათქვამი არა ერთი ფაქტი დასტურდება:
გიორგი დავითაძე რუსთავის ციხის დეესკალაციის ოთახში 2025 წლის 21 დეკემბერს 10 საათსა და 44 წუთზე შეჰყავთ. ის ბადრაგს წინააღმდეგობას არ უწევს. ოთახში ამ დროს ბადრაგის 9 თანამშრომელი და ერთი ექიმია. საკნიდან დეესკალაციის ოთახში გადაყვანილ დავითაძეს ერთი თანამშრომელი საწოლზე გადააწვენს და სხეულის მასით აწვება, ამ დროს ბადრაგის სხვა თანამშრომლები ისე არიან განლაგებული, რომ კამერას ეფარებიან. იურისტების თქმით, არდა ერთი პატიმრის შესამოწმებლად ამდენი ბადრაგის იქ ყოფნის საჭიროება არ არსებობს.
კადრებში ბადრაგის ორი თანამშრომლის საეჭვო ქმედება. პირველი: ოთახში შედის მამაკაცი, რომელსაც ლატექსის ხელთათმანები უკეთია, ეს ერთადერთია ბადრაგის თანამშრომლებს შორის, რომელსაც ხელთათმანები აქვს - ჩნდება კითხვა, თუ პროტოკოლი ითვალისწინებს, პატიმრის ხელთათმანით შემოწმებას რატომ არ აქვთ სხვებს. ვიდეო-მასალაში ცხადად ჩანს, რომ ციხის არა ერთი თანამშრომელი პირდაპირ ეხება სხეულზე დავითაძეს, თუმცა ერთი გარდა, რომელიც სხეულის მასით აწვება დავითაძეს ხელთათმანი არც ერთს არ უკეთია.
ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც ბადრაგის მაიდენტიფიცირებელი ფორმა არ აცვია. ის ახლოს მიდის გიორგი დავითაძესთან და ხელით ზურგის არეში რამდენიმე მოძრაობას აკეთებს. ამის შემდეგ გვერდით დგება, ჯერ ხელის თითებს უყურებს და შემდეგ უფრო დეტალურად იმოწმებს. რამდენიმე წამში ის ისევ უახლოვდება, გიორგი დავითაძეს და ხელი მის სახესთან მიაქვს, ციხის ეს თანამშრომელი ამის შემდეგ საკანს ტოვებს და თან ისევ ხელებს იმოწმებს.
ჩანაწერის კიდევ ერთ ნაწილში ბადრაგი საწოლზე გადაწვენილ პატიმარს წრეში აქცევს და აღარ ჩანს რას აკეთებს, ის ორი თანამშრომელი რომლის ქმედებაც ყურადღებას იქცევს.
კადრები, რომელიც ციხის ადმინისტრაციამ გაავრცელა, უხმოა, თუმცა პატიმარ გიორგი დავითაძის დედა ყვება, რომ იყო უფრო მძიმე მუქარა - ქალი ამტკიცებს, რომ მის შვილს არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებით დაემუქრნენ.
პროკურატურა ამ საქმეს 9 თვეა იძიებს. ჩნდება კითხვა თუ ბადრაგის ქმედებაში პროკურორებმა დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახეს, რატომ არ დახურეს ეს საქმე და რატომ აქვთ ამ დრომდე გამოძიებაში.
რა მოხდა ციხეში? - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.