ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მედია - აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას მოიცავს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებები მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას მოიცავს, რომელიც „ლუკოილის“ აქტივებს ეხება და რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან დაკავშირებული ბიზნესმენები მონაწილეობენ.

მედია - აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას მოიცავს
მედია - აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას მოიცავსინტერპრესნიუსი

აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას მოიცავს, - ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ისა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაფართოვდა და ახლა მასში მრავალი მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობის გარიგებაც შედის.

გარიგება „ლუკოილის“ ნავთობსაბადოებს, გადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა აქტივებს მოიცავს.

როგორც გამოცემა წერს, გარიგებიდან სარგებელს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული ბიზნესმენები მიიღებენ.

წამყვანი ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც გარიგების მიღწევას ცდილობს, ამერიკელი ინვესტორი ტოდ ბოელი შედის, რომელმაც ტრამპის პოლიტიკურ კამპანიას 2 მილიონი დოლარი შესწირა. ასევე, ორი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთიდან, რომელთაც კუშნერისა და უიტკოფის ოჯახებთან საქმიანი ურთიერთობები აკავშირებთ.

გამოცემის ცნობით, არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ გარიგებიდან კუშნერი და უიტკოფი ფინანსურ სარგებელს პირადად მიიღებენ.

წყაროების თქმით, აღნიშნული გარიგების მიღწევის საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სექტემბრის დასაწყისში, კრემლში უიტკოფთან და კუშნერთან გამართული შეხვედრისას წამოაყენა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.