პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Financial Times - აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს

Financial Times-ის ცნობით, აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს, რადგან მოსკოვმა ინტერესი დაკარგა და აქცენტს უკრაინისგან ტერიტორიების დათმობაზე აკეთებს.

Financial Times - აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს
ინტერპრესნიუსი

აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსეთს სხვადასხვა სახის ბიზნესგარიგებებს სთავაზობდნენ.

წყაროების თქმით, თავდაპირველად, რუსეთი ენერგეტიკისა და ავიაციის სფეროებში გარიგებების მიმართ ინტერესს იჩენდა, თუმცა ბოლო დროს კრემლის მხრიდან ეს ინტერესი გაქრა.

ოფიციალური პირების განცხადებით, კრემლი ახლა მოლაპარაკებებში აქცენტს ტერიტორიულ საკითხებზე აკეთებს, კერძოდ უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობას ითხოვს.

გამოცემის წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ევროპელებს აცნობეს, რომ რუსეთთან ბიზნესგარიგებები მოლაპარაკებების საკვანძო ნაწილს აღარ წარმოადგენს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Financial Times: ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ სურს, კიევმა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას იანვრის დასაწყისამდე მიაღწიოს, ვიდრე კონგრესზე კონტროლს „დემოკრატები“ აიღებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები