ირაკლი კუპრაძე - თბილისობას გილოცავთ, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც ამ ქალაქში ცხოვრება ყოველდღიურ ბრძოლად იქცა - თბილისობა პასუხისმგებლობის დღეცაა. გილოცავთ, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის პირობით!
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე თბილისობას ულოცავს მოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ ეს დღე პასუხისმგებლობისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის პირობაა. მისი თქმით, ქალაქს აწუხებს საცობები, მძიმე ჰაერი, გაძვირებული ცხოვრება და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ბიუჯეტი კი მოქალაქეების საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

თბილისობას გილოცავთ, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც ამ ქალაქში ცხოვრება ყოველდღიურ ბრძოლად იქცა- თბილისობა პასუხისმგებლობის დღეცაა. გილოცავთ, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის პირობით!- ამის შესახებ განცხადებას „ლელო- ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, თბილისი არ უნდა იყოს ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან, „მშობლებს შვილების პარკში გაშვება ეშინიათ, ხანდაზმულებს კი წამალსა და საკვებს შორის არჩევანი უწევთ“.
„სიყვარული ამ ქალაქის ტკივილზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. დღეს უნდა ვთქვათ საცობებზე, მძიმე ჰაერზე, გაძვირებულ ცხოვრებასა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე.
განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ტრაგედიებს შეწირული ადამიანები. გლოვა მხოლოდ სამძიმრით ვერ დასრულდება - გვჭირდება სიმართლე, პასუხისმგებლობა და ხელისუფლება, რომელიც უსაფრთხოებას და ადამიანების სიცოცხლეს დაიცავს.
ჩვენი ამოცანაა, ბიუჯეტი მოქალაქეებს მოხმარდეს: უსაფრთხო სკოლებს, პარკებს, გამართულ ტრანსპორტს, გამწვანებას და ავარიული სახლების გამაგრებას. თბილისი არ უნდა იყოს ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან, მშობლებს შვილების პარკში გაშვება ეშინიათ, ხანდაზმულებს კი წამალსა და საკვებს შორის არჩევანი უწევთ.
თბილისობა პასუხისმგებლობის დღეცაა. გილოცავთ, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის პირობით!“, - განაცხადა კუპრაძემ.
ციტატები სტატიიდან
„სიყვარული ამ ქალაქის ტკივილზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. დღეს უნდა ვთქვათ საცობებზე, მძიმე ჰაერზე, გაძვირებულ ცხოვრებასა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე. განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ტრაგედიებს შეწირული ადამიანები. გლოვა მხოლოდ სამძიმრით ვერ დასრულდება - გვჭირდება სიმართლე, პასუხისმგებლობა და ხელისუფლება, რომელიც უსაფრთხოებას და ადამიანების სიცოცხლეს დაიცავს. ჩვენი ამოცანაა, ბიუჯეტი მოქალაქეებს მოხმარდეს: უსაფრთხო სკოლებს, პარკებს, გამართულ ტრანსპორტს, გამწვანებას და ავარიული სახლების გამაგრებას. თბილისი არ უნდა იყოს ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან, მშობლებს შვილების პარკში გაშვება ეშინიათ, ხანდაზმულებს კი წამალსა და საკვებს შორის არჩევანი უწევთ. თბილისობა პასუხისმგებლობის დღეცაა. გილოცავთ, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის პირობით!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.