ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

რუსეთი კიევის ხიდებს ზედიზედ მესამე დღეა უტევს – ჩრდილოეთის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა

რუსეთი უკრაინის დედაქალაქ კიევის მთავარ ხიდებს ზედიზედ მესამე დღეა უტევს. 3 ოქტომბრის დილას დრონის სამიზნე ჩრდილოეთის ხიდი გახდა, რის შედეგადაც დაზიანდა გზის საფარი და ელექტრომომარაგების სადენები, ხოლო მოძრაობა შეჩერდა.

რუსეთი კიევის ხიდებს ზედიზედ მესამე დღეა უტევს – ჩრდილოეთის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა
რუსეთი კიევის ხიდებს ზედიზედ მესამე დღეა უტევს – ჩრდილოეთის ხიდზე მოძრაობა შეჩერდატაბულა

რუსეთი უკრაინის დედაქალაქის მთავარ ხიდებს ზედიზედ მესამე დღეა უტევს – 3 ოქტომბრის დილის საათებში რუსული დრონის სამიზნე კიევში, მდინარე დნიპროზე მდებარე ჩრდილოეთის ხიდი გახდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, იერიშმა ხიდის გზის საფარი და ტროლეიბუსების ელექტრომომარაგების სადენები დააზიანა. თავდასხმის შემდეგ კი ხიდზე მოძრაობა შეჩერდა.

ქალაქში აფეთქებების ხმა დილის 06:30-ის შემდეგ გაისმა, როცა დედაქალაქთან დრონების მოახლოების შესახებ ცნობები ვრცელდებოდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, დარტყმის მომენტს ასახავენ, ხიდზე ძლიერი აფეთქება ჩანს მაშინ, როცა მასზე ავტომობილები მოძრაობენ.

ამას გარდა, ერთი დღით ადრე, 2 ოქტომბერს, რუსული დრონი დნიპროზე მდებარე სამხრეთის ხიდს მოხვდა, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში აღნიშნულ ხიდზე რიგით მეოთხე დარტყმა იყო.

ორივე ხიდი კიევის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს და მათ ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი იყენებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.