პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-მ ჩრდილოვანი საბანკო ქსელი A7, რომელიც ირანთან და რუსეთთან არის კავშირში, დაასანქცირა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა A7-ის ჩრდილოვან საბანკო ქსელს, რომელიც რუსეთთან და ირანთან არის დაკავშირებული. უწყების ცნობით, ქსელს სათავეში უდგას ილან შორი და ის გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლის, ფულის გათეთრების, ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებისა და რუსეთის სამხედრო საჭიროებებისთვის.

აშშ-მ ჩრდილოვანი საბანკო ქსელი A7, რომელიც ირანთან და რუსეთთან არის კავშირში, დაასანქცირა
ტაბულა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა A7-ის ჩრდილოვან საბანკო ქსელს, რომელიც უწყების ცნობით, რუსეთსა და ირანთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია.

უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) A7-ის ქსელი, როგორც ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაცია, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

A7-ის სისტემა გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისა და ფულის გათეთრების მიზნით.

სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ქსელს სათავეში უდგას ილან შორი - წარმოშობით მოლდოველი ებრაელი ოლიგარქი, რომელიც უკვე იმყოფება სანქციების ქვეშ და მსჯავრდებულია.

უწყების ინფორმაციით, A7-ის ქსელი გამოიყენებოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და ჰამასის დაფინანსებისთვის, ასევე ირანული ნავთობის რეალიზაციასა და იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესასრულებლად.

A7-ის ყველა აქტივი და ქონება, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე ან აშშ-ის მოქალაქეთა კონტროლქვეშ არის, დაყადაღებულია, ხოლო მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქცია აკრძალულია სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით.

ქსელი თანხების საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში გასატარებლად მესამე ქვეყნებში არსებულ შუამავლებს, ფიქციურ სავაჭრო დოკუმენტაციასა და ფარულ VPN ქსელებს იყენებდა.

A7-მა ფიქციური კომპანიების ფართომასშტაბიანი ქსელი შექმნა, რაც რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლისა და საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის საქონლის შეძენის საშუალებას აძლევს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიაშშ-მა გააფართოვა სანქციები საგადახდო ქსელ A7-ის წინააღმდეგ
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა რუსეთის VTB Bank-ი სანქციებისთვის გვერდის ავლაში ირანის დახმარების გამოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები