სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერმა სანდრო ბარამიძემ ფორმულას ეთერში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე ისაუბრა და სასამართლოს მიერ გამოტანილი 17-წლიანი პატიმრობის პროპორციულობა ეჭვქვეშ დააყენა, აღნიშნა რა, რომ არსებობს კითხვები დაზიანების სიმძიმესა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.

შესაძლოა ამას ზუსტად სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა იმისათვის, რომ შურისძიება განეხორციელებინათ, თითქოს არ იკმარა იმ 17-მა წელმა, რომელიც მიუსაჯეს- ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე “ფორმულას” ეთერში აცხადებს, რითაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეს ეხმიანება.
ბარამიძე სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის პროპორციულობას ეჭვქვეშ აყენებს.
მისი თქმით, გაურკვეველია, რატომ განესაზღვრა დავითაძეს 17-წლიანი პატიმრობა და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები, თუ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჭრილობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
"ეს ცალკე შესწავლის საკითხია, რა ჩაიდინა ასეთი. ნუ ვთქვათ, დაჭრა, კი ბატონო, ადამიანი. პოლიციელი დაჭრაო, ამას ვერ იტყვიან, სხვათა შორის, იმიტომ რომ თვითონვე წერენ, რომ ის პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ანუ, არა პოლიციელი, ჩვეულებრივი მოქალაქე დაჭრა. ახლა არც ჩვეულებრივი მოქალაქის დაჭრა შეიძლება, რა საკვირველია. მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, რომ 17 წლით გაამწესეს ციხეში. უამრავი კითხვებია და იმის თქმა, რომ დავითაძე ტყუის, ეს არ კმარა.” - აცხადებს ბარამიძე.
ციტატები სტატიიდან
„ეს ცალკე შესწავლის საკითხია, რა ჩაიდინა ასეთი. ნუ ვთქვათ, დაჭრა, კი ბატონო, ადამიანი. პოლიციელი დაჭრაო, ამას ვერ იტყვიან, სხვათა შორის, იმიტომ რომ თვითონვე წერენ, რომ ის პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ანუ, არა პოლიციელი, ჩვეულებრივი მოქალაქე დაჭრა. ახლა არც ჩვეულებრივი მოქალაქის დაჭრა შეიძლება, რა საკვირველია. მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, რომ 17 წლით გაამწესეს ციხეში. უამრავი კითხვებია და იმის თქმა, რომ დავითაძე ტყუის, ეს არ კმარა.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.