ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: „რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძისთვის შეფარდებულ 17-წლიან პატიმრობას ეხმიანება და სასამართლოს გადაწყვეტილების პროპორციულობასა და საქმის გარემოებებზე კითხვებს აყენებს.

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: „რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და
სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: „რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ დაPOSTV

„შესაძლოა, ამას ზუსტად სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა იმისათვის, რომ შურისძიება განეხორციელებინათ, თითქოს არ იკმარა იმ 17-მა წელმა, რომელიც მიუსაჯეს“, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე „ფორმულას“ ეთერში აცხადებს, რითაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეს ეხმიანება.

ბარამიძე სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის პროპორციულობას ეჭვქვეშ აყენებს.

მისი თქმით, გაურკვეველია, რატომ განესაზღვრა დავითაძეს 17-წლიანი პატიმრობა და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები, თუ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჭრილობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

„ეს ცალკე შესწავლის საკითხია, რა ჩაიდინა ასეთი. ნუ ვთქვათ, დაჭრა, კი ბატონო, ადამიანი. პოლიციელი დაჭრაო, ამას ვერ იტყვიან, სხვათა შორის, იმიტომ რომ თვითონვე წერენ, რომ ის პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ანუ, არა პოლიციელი, ჩვეულებრივი მოქალაქე დაჭრა. ახლა არც ჩვეულებრივი მოქალაქის დაჭრა შეიძლება, რა საკვირველია. მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, რომ 17 წლით გაამწესეს ციხეში. უამრავი კითხვებია და იმის თქმა, რომ დავითაძე ტყუის, ეს არ კმარა“, – აცხადებს ბარამიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შესაძლოა, ამას ზუსტად სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა იმისათვის, რომ შურისძიება განეხორციელებინათ, თითქოს არ იკმარა იმ 17-მა წელმა, რომელიც მიუსაჯეს“
სანდრო ბარამიძე
„ეს ცალკე შესწავლის საკითხია, რა ჩაიდინა ასეთი. ნუ ვთქვათ, დაჭრა, კი ბატონო, ადამიანი. პოლიციელი დაჭრაო, ამას ვერ იტყვიან, სხვათა შორის, იმიტომ რომ თვითონვე წერენ, რომ ის პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ანუ, არა პოლიციელი, ჩვეულებრივი მოქალაქე დაჭრა. ახლა არც ჩვეულებრივი მოქალაქის დაჭრა შეიძლება, რა საკვირველია. მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, რომ 17 წლით გაამწესეს ციხეში. უამრავი კითხვებია და იმის თქმა, რომ დავითაძე ტყუის, ეს არ კმარა“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ძალადობა არ დადასტურდა, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს - პროკურატურამ გიორგი დავითაძის საქმე, 9 თვიანი გამოძიების შემდეგ ოფიციალურად დახურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები