ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ერთი საქართველო: მოვითხოვთ პატიმრზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ გამოძიებას

"ერთი საქართველო" სოლიდარობას უცხადებს პატიმარ გიორგი დავითაძეს და მის ოჯახს, და მოითხოვს პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ და დამოუკიდებელ გამოძიებას. პატიმარმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ ის ბადრაგებმა გააუპატიურეს.

ერთი საქართველო: მოვითხოვთ პატიმრზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ გამოძიებას
ერთი საქართველო: მოვითხოვთ პატიმრზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სრულყოფილ გამოძიებასფორმულა

"ერთი საქართველო" სოლიდარობას უცხადებს პატიმარ გიორგი დავითაძეს და მის ოჯახს. ორგანიზაცია მოითხოვს პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ სრულყოფილ და დამოუკიდებელ გამოძიებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმრის დაცვა და ძალადობის გამოძიება სახელმწიფოს ვალდებულებაა - არა კეთილი ნება.

"მძიმე ბრალდებას პასუხი ეფექტიანი გამოძიებითა და მტკიცებულებებით უნდა გაეცეს, და არა ეპიზოდური ვიდეო ჩანაწერების გავრცელებით.

ადამიანს შეიძლება აღკვეთილი ქონდეს თავისუფლება, მაგრამ მისი ღირსების ხელყოფა დაუშვებელია. თითოეული პატიმრის უსაფრთხოებისდაცვის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება, განურჩევლად იმისა, რისთვის იხდის ადამიანი სასჯელს.

მსგავსი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება მხოლოდ დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ. თავის დროზე, სწორედ მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ შეიქმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო - სპეციალური საგანოძიებო სამსახური, რომელიც 2025 წელს პარლამენტმა გააუქმა და მისი უფლებამოსილებები კვლავ პროკურატურას გადასცა. მომხდარი ფაქტი თითოეულ იმ პოლიტიკოსსაც აკისრებს პასუხისმგებლობას, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.

"ერთი საქართველოს" სახელით, მოვითხოვთ გიორგი დავითაძის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საქმის გარემოებების მიუკერძოებლად დადგენას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს. გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მძიმე ბრალდებას პასუხი ეფექტიანი გამოძიებითა და მტკიცებულებებით უნდა გაეცეს, და არა ეპიზოდური ვიდეო ჩანაწერების გავრცელებით. ადამიანს შეიძლება აღკვეთილი ქონდეს თავისუფლება, მაგრამ მისი ღირსების ხელყოფა დაუშვებელია. თითოეული პატიმრის უსაფრთხოებისდაცვის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება, განურჩევლად იმისა, რისთვის იხდის ადამიანი სასჯელს. მსგავსი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება მხოლოდ დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ. თავის დროზე, სწორედ მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ შეიქმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო - სპეციალური საგანოძიებო სამსახური, რომელიც 2025 წელს პარლამენტმა გააუქმა და მისი უფლებამოსილებები კვლავ პროკურატურას გადასცა. მომხდარი ფაქტი თითოეულ იმ პოლიტიკოსსაც აკისრებს პასუხისმგებლობას, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„სახელით, მოვითხოვთ გიორგი დავითაძის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საქმის გარემოებების მიუკერძოებლად დადგენას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.