ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ამას გადაყვა სააკაშვილი. ამას უნდა გადაყვეს კობახიძე” – ირმა ინაშვილი

პატიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ ბადრაგის მხრიდან შესაძლო გაუპატიურებისა და წამების საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს. მისი თქმით, თუ მსგავსი ფაქტები სხვა პატიმრების მხრიდანაც დადასტურდება, ამას ირაკლი კობახიძის მთავრობა უნდა გადაყვეს. ინაშვილმა ასევე დაასახელა რუსთავის მე-6 დაწესებულების ხელმძღვანელი შოთა ტრაპაიძე და პატიმრების წამების ორგანიზებაში დაადანაშაულა.

“ამას გადაყვა სააკაშვილი. ამას უნდა გადაყვეს კობახიძე” – ირმა ინაშვილი
“ამას გადაყვა სააკაშვილი. ამას უნდა გადაყვეს კობახიძე” – ირმა ინაშვილიალია

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, თუ პატიმარ გიორგი დავითაძის მსგავსად, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სხვა პატიმრებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ანალოგიურ მოპყრობაზე ისაუბრებენ, მაშინ ამას ირაკლი კობახიძის მთავრობა “გადაყვება”.

მე დღეს შევხვდი სახალხო დამცველს. მან მითხრა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ განცხადების შემდეგ ისევ შევლენ გიორგი დავითაძესთან, მოინახულებენ მას. კიდევ მიიღებენ ინფორმაციას გიორგისგნა, ასევე შეეცდებიან, რომ საგამოძიებო ორგანოებსაც მიმართონ. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ ფაქთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი. აუცილებელია ექსპერტიზა, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება და მანამდე აი ამ წამებაში მონაწილე პირების გამოყვანა სასჯელაღასრულების სისტემიდიდან. ამას გადაყვა სააკაშვილი. პატიმრების წამების თემას გადაყვა ის რეჟიმი და თუ ეს ყველაფერი კიდევ სხვა პატიმრების ჩვენებებითაც გაგრძელდა, ამას უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა”. – აცხადებს ირმა ინაშვილი.

ირმა ინაშვილმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა:

“რუსთავის მეექვსე დაწესებულების ხელმძღვანელი პირი – ეს არის შოთა ტრაპაიძე – როგორც ჩვენ ვიცით, არაერთი პატიმარი სხვადასხვა წლებში, დაწყებული 2014 წლიდან ავრცელებდა და ავრცელებს შემზარავ ინფორმაციებს, რომ ეს პირი ეწევა არაადამიანური მოპყრობის, წამების ორგანიზებას.”

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსთავის მეექვსე დაწესებულების ხელმძღვანელი პირი – ეს არის შოთა ტრაპაიძე – როგორც ჩვენ ვიცით, არაერთი პატიმარი სხვადასხვა წლებში, დაწყებული 2014 წლიდან ავრცელებდა და ავრცელებს შემზარავ ინფორმაციებს, რომ ეს პირი ეწევა არაადამიანური მოპყრობის, წამების ორგანიზებას.“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვერ გაგვაჩუმებენ, გიორგი დავითაძის საქმეს გადაყვება ეს ხელისუფლება - ირმა ინაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები