პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას" - გენერალური პროკურორის მოადგილე თემურ ხადურის დედას შეხვდა

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე გარდაცვლილის დედას, ნინო გვიშიანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. საქმეს საბჭო შეისწავლის.

"საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას" - გენერალური პროკურორის მოადგილე თემურ ხადურის დედას შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გარდაცვლილის დედას, ნინო გვიშიანს შეხვდა, სადაც მას გამოძიების მიმდინარეობისა და საგამოძიებო დეტალების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა.

"საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. შეხვედრაზე ნინო გვიშიანს მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ.

თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მჭიდრო კომუნიკაცია ექნება ნინო გვიშიანთან. ასევე, საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ტაბულაოპოზიციურითემურ ხადურის საქმეს დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის – პროკურატურა
  2. TV პირველიოპოზიციურისტიქაროსნის გარდაცვალების საქმე - ხადურის დედისა და გვარაკიძის მოადგილის შეხვედრაზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
  3. POSTVსამთავრობოგენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოვითხოვ, დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელი პოლიციელები - 23 წლის სტიქაროსნის დედა პროკურატურას ვადას აძლევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები