ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“ნაცემი ჩააყუდეს სახით წყალში” – მოკლული 23 წლის სტიქაროსნის დედა პოლიციელთა დასჯას ითხოვს

საქართველოს პროკურატურა

მოკლული 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა, ნინო გვიშიანი პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფებოდა და პოლიციელთა დასჯას ითხოვს. მას გენერალური პროკურორის მოადგილემ ზურა ბელთაძემ უმასპინძლა.

“ნაცემი ჩააყუდეს სახით წყალში” – მოკლული 23 წლის სტიქაროსნის დედა პოლიციელთა დასჯას ითხოვს
“ნაცემი ჩააყუდეს სახით წყალში” – მოკლული 23 წლის სტიქაროსნის დედა პოლიციელთა დასჯას ითხოვსალია

გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა, დღეს პროკურატურაში იყო შეხვედრაზე, იგი ითხოვა, გენერალური პროკურორს, გვარაკიძეს მოესმინა მისთვის, თუმცა, ის და მისი ადვოკატი გვარაკიძის მოადგილემ ზურა ბელთაძემ მიიღო. ნინო გვიშიანის განცხადებით, ბელთაძე მას დაჰპირდა, რომ თემორ ხადურის საქმე სრულფასოვნად იქნება გამოძიებული. შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ დაელოდება პროკურატურას და თუ შედეგი ვერ დაინახა, აქციებს გააგრძელებს.

პროკურატურაში შეხვედრაზე შესვლამდე მან თქვა:

მოვითხოვ გენერალურ პროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრას – სხვა არავისთან. თქვენ შვილები არ გყავთ, როგორ გძინავთ შვილები? როგორ გძინავთ. ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილი, ჩემი თემო ხადური, უსპეტაკესი შვილი გავიზარდე მამულს. თქვენ შვილები გყავთ საერთოდ? გამოდით და პასუხი აგებინეთ ყველა იმ პოლიციელს, საწრაფოდ. არ გავჩერდები, აქცია ქუთაისშიც დასრულდება, სანამ პირში სული მიდგას, იმიტომ დამტოვა ღმერთმა ცოცხალი, რომ ჩემი შვილისთვის ვიბრძოლო. ეს სადიზმია, მკვლელობა კი არა. ზუსტად იცოდნენ კვალი როგორ გაქრებოდი, ამიტომ ჩააყუდეს ნაცემი სახით წყალში”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.