ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ხელმძღვანელობას ომის წესების უგულებელყოფა დაავალა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ხელმძღვანელობას ომის წესების უგულებელყოფა დაავალა, რამაც სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ზელენსკის თქმით, ეს მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებისა და უკრაინის შესუსტებისკენ, ხოლო დასავლელი პარტნიორების ქმედებები მოსკოვის წინააღმდეგ არასაკმარისია.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ხელმძღვანელობას ომის წესების უგულებელყოფა დაავალა
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ხელმძღვანელობას ომის წესების უგულებელყოფა დაავალაინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევის მიერ მოპოვებული სადაზვერვო მონაცემების თანახმად, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ხელმძღვანელობას უბრძანა, უარი ეთქვათ ომის წესების დაცვაზე, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების მკვეთრი ზრდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთი კონფლიქტში უპირატესობის დაბრუნებას ცდილობს.

„მან თქვა, რომ ახლა წესები არ არსებობს“, - განაცხადა ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში.

ზელენსკის თქმით, პუტინმა ეს ბრძანება სექტემბერში გასცა, როდესაც რუსეთმა კიევზე საჰაერო დარტყმების გაძლიერება დაიწყო და მიზანში სკოლები, საავადმყოფოები და მონაცემთა ცენტრები ამოიღო.

უკრაინის პრეზიდენტი Financial Times-ს სკოლის შენობაში არსებულ თავშესაფარში ესაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიბომბა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაბომბილი სკოლა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მასშტაბური გახდა მსგავსი სამიზნეების შერჩევის პრაქტიკა.

ზელენსკის თქმით, იმის გამო, რომ ვლადიმერ პუტინმა დონბასის ტერიტორიის დაკავება ვერ შეძლო, ის ახლა მასშტაბურ თავდასხმებსა და მასობრივ მკვლელობებზე გადავიდა.

„მათ ოკუპაციის ორგანიზება ვერ შეძლეს და სწორედ ამიტომ ახორციელებენ ახლა მასშტაბურ თავდასხმებსა და მასობრივ მკვლელობებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ამ კამპანიის მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება, ქალაქებიდან მათი განდევნა და ომის გაგრძელების კუთხით უკრაინის შესაძლებლობების შესუსტებაა.

ზელენსკიმ გააკრიტიკა აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მთავრობები და განაცხადა, რომ მათ არასაკმარისი პოლიტიკური ნება აქვთ პუტინი აიძულონ, ომი დაასრულოს. მისი თქმით, უკრაინის პარტნიორებს მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლის მოსახდენად ეკონომიკური და დიპლომატიური ბერკეტები აქვთ.

კითხვაზე, აკეთებენ თუ არა პარტნიორები ყველაფერს კიევის დასახმარებლად, ზელენსკიმ უპასუხა: „არასაკმარისად - რა თქმა უნდა, არასაკმარისად“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მან თქვა, რომ ახლა წესები არ არსებობს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მათ ოკუპაციის ორგანიზება ვერ შეძლეს და სწორედ ამიტომ ახორციელებენ ახლა მასშტაბურ თავდასხმებსა და მასობრივ მკვლელობებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„არასაკმარისად - რა თქმა უნდა, არასაკმარისად“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.