დედა, რომლის პატიმარი შვილიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლეს შეხვდა
პატიმრის დედა, ირმა დავითიძე ამბობს, რომ შვილის ბრალდებების შესახებ (რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს) მიხეილ ყაველაშვილის მეუღლეს შეხვდა და დახმარება სთხოვა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეომასალა გაავრცელა და ბრალდება უარყო. პატიმრის ოჯახი რუსთავის ციხესთან აქციას აანონსებს.

პატიმრის დედა, რომლის შვილიც ბადრაგს გაუპატირებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლეს შეხვდა და სთხოვა, მეუღლისთვის გადაეცა, მოეკითხა, რა ხდებოდა ციხეებში.
თუმცა, ირმა დავითიძის თქმით, მიუხედავად იმის, რომ უკვე 2-3 თვე გავიდა, დღემდე მას არავინ შეხმიანებია.
მე მივმართე ყველას, მათ შორის ქალბატონი თამარი, რომელიც შემთხვევით შემხვდა, ჩემს მეზობლად, ერთ-ერთ სალონთან, ყაველაშვილის მეუღლე, ვაკეში, მე მივედი მასთან და ვუთხარი, რომ ასეთი რაღაცები ხდება ციხეებში და იქნებ თქვენ მეუღლეს გადასცეთქო. ჩემი ტელეფონი დავუტოვე და ვთხოვე პრეზიდენტისთვის გადაეცა, რა ხდება ციხეებეში, ეს იყო დაახლოებით 2-3 თვის წინ. არც არავის დაურეკავს და არც არავის მოუკითხავს ეს საკითხი. ქალბატონმა თამარმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ყველა შვილები ჩემი შვილებიაო, ასეთი ჰუმანური განაცხადი გააკეთა და სად ხარ ქალბატონო თამარ, იქნებ ხმა ამოგეღო თავის დროზე, მე რომ აქ ჯდომა არ დამჭირვებოდა დღეს, იქნება თავის დროზე მიგეტანათ გულთან ეს მდგომარეობა, - განაცხადა ირმა დავითიძემ.
მან ასევე მოუწოდა პატიმრების ოჯახის წევრებს და ყველას, ვინც მათი ამბავი გულთან მიიტანა, ხვალ, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას შუერთდნენ.
შევიკრიბოთ და გვერდში დავუდგეთ პატიმრებს- თქვა მან.
რა მოხდა რუსთავის ციხეში - პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.
კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.
უწყება ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დავითაძის ნებისმიერი გადაადგილების ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა დაარქივებულია და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, აღნიშნული მასალებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და მოთხოვნების შესაბამისად, გადასცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.