პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"სხვა გზას არ მიტოვებენ, ყველაფერი უნდა ვთქვა..." -პატიმრის დედის პირველი გამოხმაურება პენიტენციურის კადრებზე

ტვ პირველი

პატიმრის დედა, ირმა დავითაძე, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყებამ მასალა დაამახინჯა და მხოლოდ მათთვის სასურველი ნაწილი გამოაქვეყნა. მისი თქმით, სრულ ვიდეომასალაში 20 წუთიანი პროცესია ასახული და ის იძულებულია დეტალებზე ისაუბროს.

"სხვა გზას არ მიტოვებენ, ყველაფერი უნდა ვთქვა..." -პატიმრის დედის პირველი გამოხმაურება პენიტენციურის კადრებზე
TV პირველი

ეს არის შოუ - ასე ეხმაურება იმ პატიმრის დედა ოენიტენციური სამსახურის მიერ გავცრელებულ კადრებს, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

ირმა დავითაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" საუბრობდა, როცა პაატა სალიას უწყებამ კადრები გამოაქვეყნა.

დავითაძე აცხადებს, რომ კადრების 5 ფაილი აქვს ნანახი, პენიტენციურმა კი მხოლოდ ის ნაწილი გაავრცელა, რაც მას აწყობდა.

"სხვა გზას არ მიტოვებენ ეს არაკაცები, ყველაფერი უნდა ვთქვა..." -ამბობს გიორგი დავითაძის დედა.

ეს არის ნაწილი იმ კადრის, 5 ფაილი მაქვს ნანახი. ეს არის ახლა შოუ ამათი. 20 წუთიანი მასალაა. აქ მოჭრეს ერთი წამი, რაც მათა აწყობდათ. არ გამოგივათ, რომ გარეცხოთ ეს დანაშაულებრივი ქმედებები. სადღაც 20 წუთი მიმდინარეობდა ეს პროცესი, მე რა ფაილებიც მაქვს ნანახი, მაშინ დეტალებშიც შევალ, სხვა გზას არ მიტოვებენ ეს არაკაცები. ისევ ჩემი შვილის ღირსებას ვერიდოებოდი, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს. ეს ჯალათები, რომელბსაც გიორგი დეესკალაციის ოთახში მიჰყავთ, გიორგი მშვიდად მიყვება, არ იცის, რისთვის მიჰყავთ", - ამბობს დედა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიდედა, რომლის შვილიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დეტალურად შიფრავს პენიტენციურის კადრებს - რა ჩანს ვიდეოში
  2. ალიაოპოზიციური“გაუპატიურების მერე ხელთათმანიანი თითი ზედ შეახოცა”– გიორგი დავითაძის დედა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იუსტიციის სამინისტროსთან პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები