პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ახალი ათვლის წერტილიდან დაიწყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა - შალვა პაპუაშვილი პრემიერის აშშ-ში ვიზიტზე

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტის მიღებას დაესწრო და გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მხარე მზადაა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ათვლის წერტილიდან დაიწყოს.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ახალი ათვლის წერტილიდან დაიწყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა - შალვა პაპუაშვილი პრემიერის აშშ-ში ვიზიტზე
რუსთავი 2

მთავრობის ადმინისტრაცია ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ავრცელებს. ნიუ-ორკში ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს იმყოფებოდა. პრემიერმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე. გაიმართა ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრებიც.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მხარე მზადაა, სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ათვლის წერტილიდან დაიწყოს, თუმცა ეს მეორე მხარის მზაობაზეც არის დამოკიდებული.

"პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაეროში ყოფნის დროს ჰქონდა მას შესაძლებლობა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიწვევით დასწრებოდა მიღებას და ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოკლედ გასაუბრება ჰქონოდა როგორც პრეზიდენტთან, ასევე უფრო დეტალური გასაუბრებოდა სახელმწიფო მდივანთან.

ჩვენ ასეთი ურთიერთობების დროს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაფიქსირებთ კიდევ ერთხელ ჩვენს მზაობას, რომ ახალი ათვლის წერტილიდან დაიწყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა.

დანარჩენი დამოკიდებულია მათზე, ვინც უპასუხებს ჩვენს ამ მზაობას, ასე რომ ჩვენ კმაყოფილი ვარ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში.

სამწუხაროდ, ძალიან დააზიანა წინა ადმინისტრაციამ ეს ურთიერთობები და მნიშვნელოვანია, რომ ეს ზიანი აღმოიფხვრას და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ იორკში დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
  2. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
  4. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
  5. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ
  6. ტაბულაოპოზიციურიკობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რაც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები