ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ხინკალი 15%-ზე მეტად გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები სექტემბერში?

საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა. სურსათის გაძვირების ფონზე, რესტორანში სადილის საშუალო ფასი 13%-ით გაიზარდა, ხოლო ტრადიციული კერძებიდან ხინკალი 15%-ზე მეტად გაძვირდა.

ხინკალი 15%-ზე მეტად გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები სექტემბერში?
ხინკალი 15%-ზე მეტად გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები სექტემბერში?BM.GE

საქსტატის მონაცემებით, სურსათის გაძვირების ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 13%-ით გაიზარდა.

2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, სექტემბერში რესტორნებში ხინკალი წლიურად 15.4%-ით გაძვირდა. გასული წლის სექტემბერთან შედარებით 6%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 12%-ითაა გაზრდილი.

6.5%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და წლიურმა მატებამ 2% შეადგინა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.