“დედას წესის აგების დროს მონაზონმა გადაიღო ეს საოცარი რამ” – ეკა ბესელია
პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა სამძიმრისთვის, ასევე აღნიშნა სამთავროს დედათა მონასტერში გადაღებული ფოტო და სასულიერო პირები.

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა, სოვიალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
მეტს ვერაფერს დავწერ დღეს …
მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა დედას ყველაფრისთვის …
და მადლობა ყველას ოჯახის სახელით სამძიმრისთვის …
სამთავროს დედათა მონასტერში დედას წესის აგების დროს მონაზონმა გადაიღო ეს საოცარი რამ …
წესის აგება ჩვენმა მოძღვარმა , ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა მამა კონსტანტინემ ჩაატარა
მეუფე იობი
მეუფე გრიგოლი
მამა ილია
მამა გიორგი
მამა მირიანი
მამა გიორგი …
სამთავროს დედები უწყვეტი ლოცვით და გალობით აცილებდნენ დედას ცათა სასუფეველში …
ამ ფოტოზე ყველაფერია….
დედამ თავისი ლამაზი სულით მისი გაცილებაც გასაოცარი გახადა …
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.