ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოდან გასვლის შესახებ: “საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს

ნაციონალური მოძრაობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოდან გასვლის შესახებ და აღნიშნა, რომ ფონდმა საკუთარ განცხადებაშივე აჩვენა მიზეზი – პოლიტიკური მისიის შესრულების შეუძლებლობა. თავის მხრივ, ფონდმა განაცხადა, რომ თბილისის ოფისს ხურავს მას შემდეგ, რაც მთავრობამ უარყო მათი პროექტების გაგრძელება.

შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოდან გასვლის შესახებ: “საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს
შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოდან გასვლის შესახებ: “საკუთარ განცხადებაშივე აჩვენესPOSTV

„ცოტა უცნაური განცხადება იყო და საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს, ფაქტობრივად, მიზეზი, რატომაც გადიან. განცხადებაში ამბობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მისია და, ვინაიდან პოლიტიკური მისიის შესრულების შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომ აღარ უღირთ ქვეყანაში ყოფნა.

პოლიტიკური ფონდები გახლავთ პარტიებთან აფილირებული ფონდები. კონრად ადენაუერის ფონდი გახლავთ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ აფილირებული ფონდი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოდან გასვლის შესახებ.

“შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ არის IPP-ის წევრი და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიაა. ეს ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდოდა საქართველოში. მე მგონი, უცხო ქვეყნის პარტიებსა და ფონდებს საქართველოში არანაირი პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება. ეჭვი მეპარება, გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში.

მათ მიმართეს მთავრობას და, ვინაიდან სწორედ პოლიტიკური შინაარსის და მისიის პროექტები ჰქონდათ, მთავრობისგან მიიღეს წინადადება, რომ მოეცილებინათ პოლიტიკური ხასიათის პროექტები, და თუ აკადემიური ან რაიმე სხვა პროექტის განხორციელება სურდათ, ამაზე თანხმობას მიიღებდნენ. მაგრამ მათ, როგორც ჩანს, არანაირი ინტერესი აკადემიური თუ სხვა სფეროების მიმართ არ აქვთ. ინტერესი, როგორც მათივე განცხადებიდან გამოჩნდა, ჰქონიათ პოლიტიკური მისიების განხორციელებაში და ამ პოლიტიკურ მისიას რომ ვერ ვახორციელებთ, ამიტომ გავდივართო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) გერმანული პოლიტიკური ფონდია და საქართველოში 2003 წლიდან მუშაობს. ფონდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა იმას, რომ 2026 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ უარყო ფონდის განაცხადები მისი პროექტების გაგრძელების თაობაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.