პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიტიკური მისია ჰქონდათ - პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდზე

ნაციონალური მოძრაობა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვას და განაცხადა, რომ ფონდს საქართველოში პოლიტიკური მისია ჰქონდა. თავად ფონდის განცხადებით, ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს პირდაპირი შედეგია.

პოლიტიკური მისია ჰქონდათ - პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდზე
ტაბულა

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანული კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვას გამოეხმაურა.

"კონრად ადენაუერის ფონდი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთანაა აფილირებული. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი კი არის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტნიორია. მე მგონი, უცხო ქვეყნის პარტიებსა და მათ ფონდებს საქართველოში არაფერი პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ [...] მათ საქართველოს მთავრობას მიმართეს და რადგან პოლიტიკური შინაარსისა და მისიის პროექტები ჰქონდათ, მთავრობისგან წინადადება მიიღეს, რომ პოლიტიკური ხასიათის პროექტები მოეცილებინათ და თუ რაიმე აკადემიური, ან სხვა ხასიათის პროექტების განხორციელება სურდათ, ამის თანხმობას მიიღებდნენ - მაგრამ, როგორც ჩანს, მათ აკადემიური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით არანაირი ინტერესი არ აქვთ და მხოლოდ პოლიტიკური მისია აქვთ [...]

საქართველოში უცხო ქვეყნის მიერ, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, პარტიული ხასიათის ორგანიზაციის საქმიანობა არის პრივილეგია და არა უფლება. ამ პრივილეგიით სარგებლობა ვინმეს თუ უნდა, ქართველი ხალხის წესებს უნდა დაემორჩილოს". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს პირდაპირი შედეგია. კონრად ადენაუერის ფონდის განცხადებით, შექმნილ პირობებში საქართველოში ვეღარ ახერხებენ მისიის შესრულებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო"საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს მიზეზი რატომაც გადიან, ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდოდა საქართველოში, უცხო ქვეყნის პარტიებს და ფონდებს აქ არანაირი პოლიტიკური მისია არ აქვთ" - შალვა პაპუაშვილი "კონრად ადენაუერის ფონდის" შესახებ
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოდან გასვლის შესახებ: “საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არა აქვთ“ - პაპუაშვილი
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურისხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არა აქვთ – პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - რა გახდა მიზეზიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები