ლიმონი, კიტრი, საზამთრო, უმაღლესი განათლება|ყველაზე გაიაფებული პროდუქტები/სერვისები
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი, ქლიავი და უმაღლესი განათლების სწავლის გადასახადი გაიაფდა, ხოლო ყველაზე მეტად გაზეთი, დიზელის საწვავი და თვითმფრინავით მგზავრობა გაძვირდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში უმაღლესი განათლების სწავლის გადასახადი 32.9%-ით შემცირდა - აღნიშნული დაკავშირებულია 2026-2027 სასწავლო წლიდან უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში ჩარიცხულთათვის სწავლის საფასურის გაუქმებასთან.
საქსტატი ინფლაციის კალკულაციისთვის ყოველთვიურად 305 დასახელების საქონლის და მომსახურების ფასებს სწავლობს. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად 39.1%-ით ქვეყანაში კიტრის ფასი შემცირდა, მეორე ადგილზეა ქლიავი 38.6%-ით, მესამეზე კი უმაღესი განათლების საფასური 32.9%-ის გაიაფებით.
#
პროდუქტი/მომსახურება
ფასის წლიური კლება
10
მანდარინი
-19.1%
9
სარეცხი მანქანა
-19.4%
8
საზამთრო
-23.4%
7
ატამი
-24.9%
6
ნიორი
-27.3%
5
ქალის სვიტერი
-29.0%
4
ლიმონი
-32.4%
3
უმაღლესი სასწავლებლის გადასახდელი
-32.9%
2
ქლიავი
-38.6%
1
კიტრი
-39.1%
რაც შეეხება ყველაზე გაძვირებულ მომსახურებასა და პროდუქციას, მათ შორის პირველ ადგილზეა გაზეთი, რომლის ღირებულებაც 63%-ით არის მომატებული, მეორე ადგილზეა დიზელის საწვავი 54.5%-ის გაძვირებით, მესამეზე კი თვითმფრინავით მგზავრობა 40.2%-ის ფასის ზრდით.
#
პროდუქტი/სერვისი
ფასის წლიური ზრდა
1
გაზეთი
63.3%
2
დიზელის საწვავი
54.5%
3
თვითმფრინავით მგზავრობა
40.2%
4
ხახვი
36.2%
5
პომიდორი
35.4%
6
ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი
31.2%
7
ბენზინი
30.2%
8
ჟურნალი
30.1%
9
ქალის ფეხსაცმლის შეკეთება
29.6%
10
ქალის ზამთრის ფეხსაცმელი
27.5%
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.