ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგის შესახებ: „ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე

ქართული ოცნება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ევრობიუროკრატიის შეფასებებს და აცხადებს, რომ „ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა, რითაც ქვეყანა ევროპის ხუთეულში მოხვდა.

გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგის შესახებ: „ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე
გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგის შესახებ: „ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზეPOSTV

„ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს, ევროკომისიისავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას ადასტურებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? 2025 წელს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველომ მეხუთე ადგილი დაიკავა — 2024 წლის მერვე ადგილიდან“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო. მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებლით ევროპის ბოლო პოზიციებზე კი ნიდერლანდები, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი და სლოვენია არიან.

აქ ირონიული სწორედ ისაა, რომ საქართველოზე ერთი და იმავე ევროპული სივრციდან ორი სრულიად განსხვავებული სურათი მოდის: პოლიტიკური შეფასება და კვლევით გაზომილი საზოგადოებრივი განწყობა.

და ყველაზე უხერხული სწორედ ეს არის: ევროკრატია ქართველებს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, „ევრობარომეტრის“ კვლევა კი აჩვენებს, რომ ქართველი საზოგადოების ნდობა საკუთარი მთავრობის მიმართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

ყველაზე საინტერესო თავად 54.1% კი არა, ისაა, საიდანაც ეს რიცხვი მოდის.

ეს არ არის ოფიციალური თბილისის მიერ შეკვეთილი კვლევა, რომელსაც ბრიუსელი „ქართული ოცნების” პროპაგანდად“ მონათლავდა. ეს სწორედ იმ ევროპული კვლევითი სისტემის მონაცემია, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტები თავად ზომავენ საზოგადოებრივ განწყობას.

„ევრობარომეტრი“ ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების მიერ გამოყენებული კვლევითი ინსტრუმენტია, რომელიც 1974 წლიდან ევროპაში საზოგადოებრივ განწყობას სწავლობს. ანუ, როცა ბრიუსელი საქართველოს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, მისივე ცხრილში ქართველი საზოგადოების მთავრობისადმი ნდობა ევროპის ხუთეულშია. როგორც ჩანს, ზოგჯერ ბრიუსელს საკუთარი ცხრილების წაკითხვაც სჭირდება“, – წერს გია აბაშიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს, ევროკომისიისავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას ადასტურებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? 2025 წელს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველომ მეხუთე ადგილი დაიკავა — 2024 წლის მერვე ადგილიდან“
გია აბაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.