ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ევროკავშირმა უკრაინის 27 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის დეფიციტის საკითხი დახურა და განაცხადა, რომ ყველა საჭიროება დაფარულია - Euronews

თავდაცვის სამინისტრო

ევროკომისიამ დაასკვნა, რომ უკრაინის მიმდინარე წლის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად უზრუნველყოფილია და ბიუჯეტის დეფიციტის საკითხი დახურულია. ევროკავშირმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას საჭირო რესურსების მოძიებისა და თანხების დროული გაცემის თაობაზე.

ევროკავშირმა უკრაინის 27 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის დეფიციტის საკითხი დახურა და განაცხადა, რომ ყველა საჭიროება დაფარულია - Euronews
ევროკავშირმა უკრაინის 27 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის დეფიციტის საკითხი დახურა და განაცხადა, რომ ყველა საჭიროება დაფარულია - Euronewsრუსთავი 2

ევროკომისიამ დაასკვნა, რომ უკრაინის მიმდინარე წლის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ერთი თვის წინ, ბრიუსელისგან მოულოდნელად, კიევმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის (23,92 მილიარდი ევროს) ფინანსური დეფიციტი ჰქონდა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

"დღეს, კოორდინირებული ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ მოვიძიეთ რესურსები, რომლებიც უკრაინის 2026 წლის საბიუჯეტო და თავდაცვის საჭიროებების დასაფარად არის საჭირო", - ნათქვამია კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ბუნდოვან განცხადებაში, წერს გამოცემა.

"ჩვენ ასევე დავადასტურეთ ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ამ თანხების დროული გაცემის უზრუნველსაყოფად",- დასძინა ფონ დერ ლაიენმა.

მედიის ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლების ეს ქმედება ასრულებს დებატებს, რომლებიც აგვისტოს ბოლოს დაიწყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შევსებისკენ და გააფრთხილა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღის მიწოდება რისკის ქვეშ იყო.

"ჩვენ მეტი ფული გვჭირდება, გაცილებით მეტი", - განაცხადა ზელენსკიმ. მას შემდეგ, კომისია ტექნიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა უკრაინის მთავრობასთან, რათა დაედგინა დაფინანსების დეფიციტის ზუსტი მასშტაბი.

როგორც გამოცემა წერს, თავიდან, ევროკავშირის წარმომადგენლები თავს იკავებდნენ 27 მილიარდი დოლარის ოდენობის დეფიციტის დადასტურებაზე (რომელიც მოგვიანებით 20 მილიარდ დოლარამდე შემცირდა), რადგან მას მოულოდნელად და უსაფუძვლოდ მიიჩნევდნენ. ამის ნაცვლად, მათ ყურადღება 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე გადაიტანეს - ბლოკის დახმარების ძირითად ინსტრუმენტზე, ის 2026 წელს 45 მილიარდი ევროს და 2027 წელს კიდევ 45 მილიარდი ევროს გაცემას ითვალისწინებს.

ზელენსკიმ თავდაპირველად შეთავაზება გააკეთა, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილი სესხის ნაწილი მიმდინარე წლისთვის გადმოეტანათ, თუმცა ეს მოთხოვნა ოფიციალურად არ გაფორმებულა.

ტექნიკური მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო, ბრიუსელმა გაზარდა ზეწოლა კიევზე, ​​რათა დააჩქაროს რეფორმები, რომლებიც აუცილებელია სესხის მისაღებად და Ukraine Facility-ის პროგრამიდან დაფინანსებაზე წვდომისთვის.

ევროკომისია უკმაყოფილოა საკანონმდებლო სამუშაოების ნელი ტემპით. საკრედიტო ხაზისა და უკრაინის ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, წლის ბოლომდე დაახლოებით 37 მილიარდი დოლარის დაფინანსება რჩება ხელმისაწვდომი; ევროკავშირის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ეს საკმარისია უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ახლა, როდესაც 2026 წლის საკითხი მოგვარებულია, ყურადღება 2027 წლისკენ გადადის, რომელიც გაცილებით რთული წელი იქნება. ევროკომისიამ განცხადებაში პირობა დადო, რომ სესხის მეორე, 45-მილიარდიანი ნაწილის გამოყოფას "სწრაფად" უზრუნველყოფს, რათა თანხების დროული ჩარიცხვა მოხდეს, თუმცა ეს "დადგენილი პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული".

კომისიის განცხადებით, ბრიუსელი და კიევი "დაიწყებენ მუშაობას დამატებითი საბიუჯეტო და თავდაცვის საჭიროებების განსაზღვრაზე". ამასთან, ევროკომისიამ მოკავშირე ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ თავიანთი ფინანსური წვლილი.

"ყველა მხარე შეთანხმდა, რომ სხვა პარტნიორებმაც უნდა შეასრულონ თავიანთი ფინანსური ვალდებულებები და გააძლიერონ ძალისხმევა იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც უკრაინა დგას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისიის განცხადების საპასუხოდ, ზელენსკიმ დადებითად შეაფასა 2026 და 2027 წლების საჭიროებებთან დაკავშირებით ორმხრივი კონსულტაციების "კარგი შედეგები".

"ჩვენ შევთანხმდით ფორმატზე, ვადებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც სრული დაფინანსების უზრუნველსაყოფად არის საჭირო. შემდგომში ამ სამუშაოს კოორდინაციას გავუწევთ და ყოველთვიურად შევათანხმებთ ჩვენს მოქმედებებს, რათა კოორდინაცია უწყვეტად გაგრძელდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს, კოორდინირებული ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ მოვიძიეთ რესურსები, რომლებიც უკრაინის 2026 წლის საბიუჯეტო და თავდაცვის საჭიროებების დასაფარად არის საჭირო“
ურსულა ფონ დერ ლაიენი
„ჩვენ ასევე დავადასტურეთ ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ამ თანხების დროული გაცემის უზრუნველსაყოფად“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენ მეტი ფული გვჭირდება, გაცილებით მეტი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენ შევთანხმდით ფორმატზე, ვადებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც სრული დაფინანსების უზრუნველსაყოფად არის საჭირო. შემდგომში ამ სამუშაოს კოორდინაციას გავუწევთ და ყოველთვიურად შევათანხმებთ ჩვენს მოქმედებებს, რათა კოორდინაცია უწყვეტად გაგრძელდეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ყველა მხარე შეთანხმდა, რომ სხვა პარტნიორებმაც უნდა შეასრულონ თავიანთი ფინანსური ვალდებულებები და გააძლიერონ ძალისხმევა იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც უკრაინა დგას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.