ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ერთა ლიგა | უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ორივე გუნდს ჯგუფში თითო ქულა აქვს.

ერთა ლიგა | უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
ერთა ლიგა | უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORTპირველი არხი

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო 22:45 საათიდან შემოგთავაზებთ.

პირველ ოქტომბერს ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ „პუშკაშ არენაზე“ გამართა. ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში ორი ტურის შემდეგ საქართველო და უნგრეთი თითო ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიასა და უკრაინას 4-4 ქულა აქვთ.

უნგრეთის ნაკრები

უნგრეთის ნაკრები ტრავმების გამო სირთულეების წინაშე დადგა. თუმცა მთავარი მწვრთნელის, მარკო როსის განკარგულებაში დაბრუნდნენ იოჟეფ სალაი და რაიმუნდ ტოტი, ბენდეგუზ კოვაჩი კი 21-წლამდელთა ნაკრებში გაუშვეს. ამასთან, „ფერენცვაროშის“ ფეხბურთელმა, ატილა ოსვატმა ტრავმირებული ბენდეგუზ ბოლა შეცვალა.

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ეროვნული გუნდი მატჩს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. როგორც შეხვედრის წინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ განაცხადა, ორივე გუნდი კარგად აცნობიერებს, რომ ერთა ლიგის ჯგუფის მოსაგებად ეს თამაში ერთ-ერთი ბოლო შანსია. მან ასევე დასძინა, რომ მზადების პროცესში ყველა დეტალი იქნა გათვალისწინებული.

ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ გუნდებს აქამდე ორი მატჩი აქვთ ჩატარებული, ორივე 2001 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. 6 ივნისს ბუდაპეშტში უნგრეთმა 4:1 გაიმარჯვა, ხოლო პირველ სექტემბერს თბილისში საქართველოს ნაკრებმა 3:1 მოიგო. გოლები შოთა არველაძემ, გოჩა ჯამარაული და ალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს.

არბიტრი სერბეთიდან

უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს სერბი არბიტრი სრჯან იოვანოვიჩი განსჯის. მას უროშ სტოიკოვიჩი და მილოშ სიმოვიჩი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი ნოვაკ სიმოვიჩი იქნება, ხოლო VAR-ის ასისტენტის ფუნქციას მომჩილო მარკოვიჩი შეასრულებს.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.