რუსეთის ჯარებმა 24 საათში მესამედ დაარტყეს კიევის სამხრეთის ხიდს
რუსეთის ჯარებმა ბოლო 24 საათში მესამედ დაარტყეს კიევის სამხრეთის ხიდს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაზიანდა ხიდის საყრდენი, გზის საფარი და მეტროს დამცავი ბეტონის ნაგებობა, ხოლო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდა.

სამხრეთის ხიდზე მორიგი დარტყმის შესახებ 2 ოქტომბერს გამთენიისას ტელეგრამ-არხზე დაწერა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
კიევის ამ ერთ-ერთ უმსხვილეს ხიდზე საავტომობილო გზასთან ერთად გადის მეტროს ხაზიც.
ბოლო 24 საათში სამხრეთის ხიდზე სამი შეტევა იყო. პირველ ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა ხიდს დრონებით დაარტყეს დილით და ღამით.
კიევის მერის ინფორმაციით დაზიანდა ხიდის საყრდენი, გზის საფარი და მეტროს დამცავი ბეტონის ნაგებობა. ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეწყდა.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, რუსეთის ჯარებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევის სამხრეთის ხიდს პირველად დაარტყეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.