ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

გვჯერა, რომ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 Downtown Tbilisi ქალაქის სიამაყის სიმბოლოდ იქცევა - ლევან ფხაკაძე

INVIA-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ფხაკაძემ Trump Tower Downtown Tbilisi-ს ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ პროექტი ქალაქის სიამაყის სიმბოლოდ და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლეგისთვის მნიშვნელოვან როლად იქცევა. პროექტი მოიცავს ექვს შენობას, ბრენდირებულ რეზიდენციებს და დაკავშირებული იქნება ცენტრალ პარკთან. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მილიარდი დოლარია.

გვჯერა, რომ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 Downtown Tbilisi ქალაქის სიამაყის სიმბოლოდ იქცევა - ლევან ფხაკაძე
გვჯერა, რომ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 Downtown Tbilisi ქალაქის სიამაყის სიმბოლოდ იქცევა - ლევან ფხაკაძეBM.GE

INVIA-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ფხაკაძემ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 Downtown Tbilisi-ს ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 Downtown Tbilisi ქალაქის სიამაყის სიმბოლოდ იქცევა.

მას ასევე ჯერა, რომ პროექტი დიდ როლს შიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში.

"წარმოგიდგენთ პროექტს, რომელიც თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი შენობა, ან თუნდაც კონკრეტული ბრენდი. 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ი შედგება ექვსი შენობისგან, რომლებიც თავიანთ კონცეფციაში აერთიანებენ საცხოვრებელ, სავაჭრო, საზოგადოებრივ და ბიზნეს ფუნქციებს. მისი ბრენდირებული რეზიდენციები კი უნიკალური ეკოსისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.

როდესაც მსხვილი ბრენდი შედის ქვეყანაში, მას მხოლოდ სახელი არ შეაქვს, იმას მოაქვს გამოცდილება, ახალი აუდიტორია და ხარისხის უნიკალური, გამორჩეული კულტურა, ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ Downtown Tbilisi არა მხოლოდ ქალაქის იერსახეზე მოახდენს დადებით გავლენას, არამედ ძალიან დიდ როლს შიტანს შვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში.

ჩვენი ამბიციაა, რომ Downtown Tbilisi გახდეს გახდეს ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობა და ქვეყნის თანამედროვე სახე. დიდი პატივია რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოგვეცა ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა.

𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 Downtown Tbilisi იქცევა ჩვენი ქალაქის სიამაყის სიმბოლოდ და მნიშვნელოვან როლს შეიტანს ქვეყნის წარმატებაში.", - განაცხადა ლევან ფხაკაძემ.

მან პრეზენტაციის დაწყებამდე Bm.ge-სთან განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება საქართველოში ბრენდების შემოყვანა.

"პროექტი რამოდენიმე ფაზად იქნება დაყოფილი, შვიდი ჰექტრიდან, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია, სამი ჰექტარი დავუთმეთ ცენტრალ პარკს და ეს პროექტი გადაბმული იქნება ცენტრალ პარკთან და ეს იქნება მართლაც უნიკალური სივრცე. ჩვენ ვგეგმავთ რომ ამ კოპლექსში შემოვიყვანოთ ასევე ის ბრენდები, რომლებიც საქართველოში შესაფერის გარემოს ელოდებიან რომ შემოვიდნონ", - განაცხადა კომპანია INVIA-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ფხაკაძემ.

𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდია - ილია წულაია

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„წარმოგიდგენთ პროექტს, რომელიც თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი შენობა, ან თუნდაც კონკრეტული ბრენდი. 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ი შედგება ექვსი შენობისგან, რომლებიც თავიანთ კონცეფციაში აერთიანებენ საცხოვრებელ, სავაჭრო, საზოგადოებრივ და ბიზნეს ფუნქციებს. მისი ბრენდირებული რეზიდენციები კი უნიკალური ეკოსისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. როდესაც მსხვილი ბრენდი შედის ქვეყანაში, მას მხოლოდ სახელი არ შეაქვს, იმას მოაქვს გამოცდილება, ახალი აუდიტორია და ხარისხის უნიკალური, გამორჩეული კულტურა, ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ Downtown Tbilisi არა მხოლოდ ქალაქის იერსახეზე მოახდენს დადებით გავლენას, არამედ ძალიან დიდ როლს შიტანს შვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. ჩვენი ამბიციაა, რომ Downtown Tbilisi გახდეს გახდეს ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობა და ქვეყნის თანამედროვე სახე. დიდი პატივია რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოგვეცა ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 Downtown Tbilisi იქცევა ჩვენი ქალაქის სიამაყის სიმბოლოდ და მნიშვნელოვან როლს შეიტანს ქვეყნის წარმატებაში.“
ლევან ფხაკაძე
„პროექტი რამოდენიმე ფაზად იქნება დაყოფილი, შვიდი ჰექტრიდან, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია, სამი ჰექტარი დავუთმეთ ცენტრალ პარკს და ეს პროექტი გადაბმული იქნება ცენტრალ პარკთან და ეს იქნება მართლაც უნიკალური სივრცე. ჩვენ ვგეგმავთ რომ ამ კოპლექსში შემოვიყვანოთ ასევე ის ბრენდები, რომლებიც საქართველოში შესაფერის გარემოს ელოდებიან რომ შემოვიდნონ“
ლევან ფხაკაძე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.