ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

$2-მილიარდიანი Trump Tower-ი, კორპორატიზაცია, საერთაშორისო გაფართოება და IPO-ს გეგმა | INVIA ჯგუფის გეგმები

„ვისოლ ჯგუფიდან“ ტრანსფორმირებული Invia ჰოლდინგი მართვის მოდელის შეცვლას, ოჯახური ბიზნესიდან კორპორატიულ სტრუქტურაზე გადასვლას, საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას და მომავალში IPO-ს გეგმავს. ჯგუფი ავითარებს მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს, მათ შორის Downtown Tbilisi-სა და Trump Tower Tbilisi-ს.

$2-მილიარდიანი Trump Tower-ი, კორპორატიზაცია, საერთაშორისო გაფართოება და IPO-ს გეგმა | INVIA ჯგუფის გეგმები
$2-მილიარდიანი Trump Tower-ი, კორპორატიზაცია, საერთაშორისო გაფართოება და IPO-ს გეგმა | INVIA ჯგუფის გეგმებიBM.GE

Invia, რომელიც დღემდე "ვისოლ ჯგუფის" სახელით ოპერირებდა, 30 წლის განმავლობაში შექმნილი და სხვადასხვა სექტორში დივერსიფიცირებული ბიზნესის მართვის მოდელის შეცვლას გეგმავს. ჰოლდინგის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ფხაკაძის განცხადებით, ჯგუფი ოჯახური ბიზნესიდან ეტაპობრივად კორპორაციულ სტრუქტურად გარდაიქმნება, პარალელურად კი საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის გაგრძელებასთან ერთად უცხოურ ბაზრებზე გასასვლელად ემზადება.

ჰოლდინგის სტრატეგიის შესახებ ლევან ფხაკაძემ გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა. ჯგუფი ამჟამად აერთიანებს "ვისოლს", "ბიოგრაფი ლივინგს", "ვენდისს საქართველოს", "დანკინს", "სმარტს" და სარეკლამო კომპანია "ალმას".

INVIA-ს მიმდინარე პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულება უძრავი ქონებაა. ჰოლდინგი Archi-სთან ერთად Downtown Tbilisi-ს ავითარებს, რომელიც თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ 6 შენობისგან შემდგარ პროექტს აერთიანებს. პროექტის დეკლარირებული საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $2 მილიარდია, ხოლო ჯამური სამშენებლო ფართობი 600 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.

Downtown Tbilisi-ის პირველი და ყველაზე მაღალი შენობა Trump Tower Tbilisi იქნება. პროექტის ოფიციალური ინფორმაციით, შენობა 62-სართულიანი და 280 მეტრი სიმაღლის იქნება და მასში 850 საცხოვრებელი ერთეული განთავსდება. შენობის არქიტექტორი საერთაშორისო კომპანია Gensler-ია. Trump Tower Tbilisi-ის პროექტი The Trump Organization-ის ბრენდის გამოყენებით ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე.

ლევან ფხაკაძის თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტები Invia-სთვის მხოლოდ ცალკეული საინვესტიციო აქტივები არ არის და ჯგუფის განვითარების სტრატეგიის ნაწილია. ამასთან, Invia საქართველოში ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიებასაც აგრძელებს. ჰოლდინგის სტრატეგიის ცვლილება, ფხაკაძის განმარტებით, პირველ რიგში, მართვის მოდელის ცვლილებას გულისხმობს. Invia-ში ჯგუფში შემავალი კომპანიების ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მიკრომენეჯმენტზე უარს ამბობენ და აქცენტს სტრატეგიულ მართვაზე აკეთებენ.

„ჩვენ თავდაპირველად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ კომპანიების მიკრომენეჯმენტში არ მივიღებთ მონაწილეობას. თითოეულ ჩვენს კომპანიას ჰყავს ძალიან ძლიერი მენეჯმენტი, პროფესიონალთა ჯგუფი, რომლებიც იდეალურად ახორციელებენ ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობას. ჩვენი ხედვა, ჩვენი მიზანი და სტრატეგიაა, რომ ჩვენ ვაკეთოთ მაკრომენეჯმენტი, ანუ ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ხვალინდელი დღე, როგორი უნდა იყოს ჯგუფის განვითარების სტრატეგია“, - განაცხადა ფხაკაძემ.

მისი თქმით, Invia-ს სტრუქტურა შედარებით მცირე და კომპაქტურია და მოიცავს საინვესტიციო, ტექნოლოგიურ, ფინანსურ, სამართლებრივ და ადამიანური რესურსების მიმართულებებს. ამ მოდელის ფარგლებში ჰოლდინგის ფუნქციაა ჯგუფის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა, კაპიტალის განაწილებაზე მუშაობა და საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასება.

Invia-ს ცვლილებები მხოლოდ მართვის მოდელით არ შემოიფარგლება. ლევან ფხაკაძის განცხადებით, 30 წლის წინ შექმნილი ოჯახური ბიზნესი ეტაპობრივად კარგად მართულ კორპორაციად გარდაიქმნება, რაც მომავალში კომპანიის საჯარო აქციების შეთავაზებასაც (IPO) ითვალისწინებს.

„30 წლის წინ შექმნილი ოჯახური ბიზნესი ნელ-ნელა კორპორაციად ტრანსფორმირდება. მაგრამ, ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი და რთული პროცესია. კითხვაზე - მოხდება თუ არა გასაჯაროება (IPO) და მოხდება თუ არა, სხვა ტიპის ტრანსფორმაცია, ეს აუცილებელია, ეს გარდაუვალია, ეს მოხდება. ეს მოხდება უახლოეს პერიოდში, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა Invia-ს დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოჯახური ბიზნესის კორპორაციულ სტანდარტებზე გადაყვანა ისე, რომ მართვის პროცესში პროფესიული კვალიფიკაცია და მენეჯერული კომპეტენციები იყოს მთავარი კრიტერიუმი. ლევან ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ოჯახის წევრების ბიზნესში მონაწილეობა მათი ნათესაური კავშირით არ განისაზღვრება და გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიულ შესაძლებლობებს ითვალისწინებენ.

კორპორატიზაციის პარალელურად Invia ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაფართოებასაც გეგმავს. ლევან ფხაკაძის განცხადებით, ჯგუფი უცხოურ ბაზრებს უკვე აკვირდება, თუმცა სტრატეგია რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ათვისება არ არის. სამიზნე ბაზრების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები კონკურენტული უპირატესობა და ადგილობრივი პარტნიორების არსებობა იქნება.

„ჩვენი ამოცანაა, რომ შევიდეთ იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვთვლით, რომ გვექნება კონკურენტული უპირატესობა, სადაც ჩვენ გვეყოლება სწორი პარტნიორები და სადაც ჩვენ შევძლებთ წარმატების შეტანას“, - განაცხადა მან. ლევან ფხაკაძის თქმით, Invia-ს პირველი ნაბიჯი საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაძლოა უახლოეს პერიოდში გახდეს ცნობილი, თუმცა კონკრეტული ბაზრის ან პროექტის შესახებ ამ ეტაპზე დეტალები არ გაუვრცელებია.

ოლდინგის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საერთაშორისო გაფართოების საფუძველი საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნაა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ბაზარი Invia-სთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება და ჯგუფი ადგილობრივ საინვესტიციო შესაძლებლობებსაც აქტიურად განიხილავს. ამის ერთ-ერთი მაგალითია 24 სექტემბერს, ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისში, ყოფილი "მაუდის" ფაბრიკის 11 ჰექტარის ტერიტორიის შესყიდვის შესახებ, სადაც კომპანია არანაკლებ 500 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში საინვესტიციო პროექტებს აქტიურად ვეძებთ და უამრავ შესაძლებლობებს ვხედავთ. „ბიოგრაფი ლივინგმა" მართლაც საინტერესო აქტივის შეისყიდა. ეს არის უზარმაზარი სივრცე ქალაქის ცენტრში, სადაც ჩვენ უნიკალურ ეკოსისტემას შევქმნით. ჯერჯერობით, არ ვახმაურებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტის გეგმარებაში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი არქიტექტორული ჯგუფი ჩაერთვება",- აღნიშნავს ლევან ფხაკაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ თავდაპირველად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ კომპანიების მიკრომენეჯმენტში არ მივიღებთ მონაწილეობას. თითოეულ ჩვენს კომპანიას ჰყავს ძალიან ძლიერი მენეჯმენტი, პროფესიონალთა ჯგუფი, რომლებიც იდეალურად ახორციელებენ ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობას. ჩვენი ხედვა, ჩვენი მიზანი და სტრატეგიაა, რომ ჩვენ ვაკეთოთ მაკრომენეჯმენტი, ანუ ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ხვალინდელი დღე, როგორი უნდა იყოს ჯგუფის განვითარების სტრატეგია“
„30 წლის წინ შექმნილი ოჯახური ბიზნესი ნელ-ნელა კორპორაციად ტრანსფორმირდება. მაგრამ, ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი და რთული პროცესია. კითხვაზე - მოხდება თუ არა გასაჯაროება (IPO) და მოხდება თუ არა, სხვა ტიპის ტრანსფორმაცია, ეს აუცილებელია, ეს გარდაუვალია, ეს მოხდება. ეს მოხდება უახლოეს პერიოდში, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“
„ჩვენი ამოცანაა, რომ შევიდეთ იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვთვლით, რომ გვექნება კონკურენტული უპირატესობა, სადაც ჩვენ გვეყოლება სწორი პარტნიორები და სადაც ჩვენ შევძლებთ წარმატების შეტანას“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გვჯერა, რომ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 Downtown Tbilisi ქალაქის სიამაყის სიმბოლოდ იქცევა - ლევან ფხაკაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები