ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: „ჭარბი“ მიგრაცია, ე.წ. მულტიკულტურალიზმი, რომელიც თავის დროზე ანგელა მერკელმა დაიწყო,

ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა, რომ გერმანიაში არსებული ჭარბი მიგრაცია და მულტიკულტურალიზმი ქვეყნისთვის კატასტროფული აღმოჩნდა, რაც აუარესებს ეკონომიკურ და კრიმინოგენულ ვითარებას. მისი თქმით, ამ ფონზე მზარდი მხარდაჭერით სარგებლობს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელსაც მმართველი ძალები პოლიტიკური ველიდან ჩამოშორებას და აკრძალვას უპირებენ.

გია აბაშიძე: „ჭარბი“ მიგრაცია, ე.წ. მულტიკულტურალიზმი, რომელიც თავის დროზე ანგელა მერკელმა დაიწყო,
გია აბაშიძე: „ჭარბი“ მიგრაცია, ე.წ. მულტიკულტურალიზმი, რომელიც თავის დროზე ანგელა მერკელმა დაიწყო,POSTV

„ჭარბი“ მიგრაცია, ე.წ. მულტიკულტურალიზმი, რომელიც თავის დროზე ანგელა მერკელმა დაიწყო, კატასტროფული აღმოჩნდა გერმანიისთვის – სიმშვიდე ირღვევა და ეკონომიკა ჩანაგდება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ გერმანიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ფაქტია, რომ იმ პირობებში, როდესაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ს ულტრამემარჯვენესა და რადიკალურ მემარჯვენეს უწოდებენ, პარტიას საკმაოდ მყარი და ზრდადი რეიტინგი აქვს. მალე – მეკლენბურგ-ფორპომერნსა და ბერლინში – ადგილობრივი და პარლამენტის არჩევნები გაიმართება, სადაც მას საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც გერმანიის მმართველები არც კი მალავენ, რომ სურთ ამ პარტიის აკრძალვა და პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორება. მათ შეუქმნეს ე.წ. „სანიტარული კორდონი“. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანული პოლიტიკური სისტემა ისეთია, სადაც არჩევნების შედეგად ერთპარტიული მმართველობა შეუძლებელია, მთავრობა კოალიციურია. ამ კოალიციაში შესასვლელად კი AfD-ს უქმნიან მკაცრ „პირობებს“ — ეს არის სწორედ ის სანიტარული კორდონი, რომელიც საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება.

პასუხი კითხვაზე – რატომ ხდება ეს? – როგორც ყოველთვის, მდგომარეობს იმაში, რომ ამომრჩეველი რეაგირებს გაუარესებულ ან გაუმჯობესებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე. სამწუხაროა, რომ გერმანიაში მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. სწორედ ამიტომ, AfD ამას ძალიან ოსტატურად იყენებს და ამომრჩეველთან მიდის ზუსტად იმ გზავნილებით, რაც მას სჭირდება: სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკის აღდგენა და იმ უდიდესი ტვირთის მოხსნა, რასაც „ჭარბი“ მიგრაცია ჰქვია. ე.წ. მულტიკულტურალიზმი, რომელიც თავის დროზე ანგელა მერკელმა დაიწყო, კატასტროფული აღმოჩნდა გერმანიისთვის და არა მხოლოდ მისთვის. ვხედავთ, რა მოხდა ესპანეთში, იტალიაში, ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ნაწილებში – სრული კატასტროფაა ამ მხრივ გერმანიაშიც.

გერმანია, რომელიც თავის დროზე ეკონომიკის ფლაგმანი იყო, დღეს რთულ გამოწვევებს აწყდება. ავტომწარმოებლებს ვხედავთ, რა მოსდის: „ოპელი“ იხურება ან ამცირებს წარმოებას, „აუდი“, „პორშე“ ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებენ და შედეგად, ათასობით ოჯახი რჩება უმუშევარი ან დროებით სოციალურ შემწეობაზე.

რაც მთავარია, რატომ არის ჭარბი მიგრაცია პრობლემა? პირველ რიგში, ეს ქმნის დაძაბულობას და აუარესებს კრიმინოგენულ ვითარებას – გახშირდა მკვლელობები, გაუპატიურებები და სხვა მძიმე დანაშაულები. გერმანელი ხედავს, რომ ქვეყანა აივსო არალეგალებით, ე.წ. მულტიკულტურალიზმის სლოგანით, სიტუაცია კი დღითიდღე უარესდება: სიმშვიდე ირღვევა, სოციალური ფონი ირევა და რაც მთავარია, ეკონომიკა ჩანაგდება. ამ ყველაფერს დამატებით ტვირთად აწვება უკრაინის პრობლემაც.

რამდენიმე დღის წინ AfD-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ AfD მოვა ხელისუფლებაში (და ეს მოხდება მალე), აუცილებლად შევწყვეტთ ზედმეტ დახმარებას უკრაინისთვის. უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც ჯარში არიან გასაწვევი, ყველას გავუშვებთ გერმანიიდან და დავიწყებთ მასობრივ დეპორტაციას – და არა მხოლოდ უკრაინელებისო.

საპირისპიროდ, საკმაოდ დაბალი რეიტინგის მქონემ კანცლერმა მერცმა განაცხადა, რომ ეს „ეთნიკური წმენდის ტოლფასია“. საპასუხოდ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აპირებს, სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივლოს, რადგან უმძიმესი ბრალდებაა პოლიტიკური ძალის დადანაშაულება იმაში, თითქოს დეპორტაცია ეთნიკური წმენდაა. საინტერესოა, როგორ განვითარდება გერმანული სასამართლოს პროცესი და გაბედავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო მზარდად პოპულარული პარტიის აკრძალვას.

პარტიას, რომელსაც „რუსეთუმეს“ და „ეთნიკური წმენდის მომწყობს“ ეძახიან, მხარდაჭერა მაინც ეზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებული მმართველობა, მათ კონტროლსქვეშ მყოფი პოლიტიკოსები, ექსპერტები და ე.წ. ლიბერალური მედია — ყველა იტყუება, – განაცხადა გია აბაშიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გია აბაშიძე პარიზსა და ევროპის სხვა ქალაქებში მიმდინარე მასობრივ პროტესტებზე: „ფაქტია, რომ იმ პრობლემებმა, რომლებიც წლიდან წლამდე – თუ არა ათწლეულები – გროვდებოდა ევროპაში, ახლა იფეთქა. ის ფული, რომელიც ჩადეს და ახლაც დებენ ომის წაქეზებაში, უკრაინის დაქცევაში და ა.შ., ქვეყნის შიგნით რომ ჩაედოთ, საქმე გაცილებით უკეთ ექნებოდათ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები