62-სართულიანი 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿-ი თამამი განაცხადია, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს|ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Downtown Tbilisi-სა და Trump Tower Tbilisi-ს პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2 მილიარდი დოლარის ღირებულების და 600 ათასი კვადრატული მეტრის მასშტაბური პროექტი ქვეყნისთვის ახალ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის. მისი თქმით, პროექტი ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის და მხარს დაუჭერს ქართულ სამშენებლო სექტორს.

პრემიერ ირაკლი კობახიძის შეფასებით, პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს და 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶, Downtown Tbilisi-ს ოფიციალურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის" - თქვა მან.
მთავრობის მეთაურის განცხადებითვე, პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს.
"ეს მასშტაბური თანამშრომლობა არის აბსოლუტურად ბუნებრივი და კანონზომიერი: საქართველო არის ბუნებრივი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის მრავალი თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, ღია ეკონომიკა და ამის შედეგია, რომ თბილისი და ზოგადად ჩვენი ქვეყანა გლობალური ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება.ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ალბათ 5 წლის წინაც კი ძალიან რთულად წარმოვიდგენით, თუმცა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წლების განმავლობაში. მხოლოდ ამ 5 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა დოლარში თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა, ასეთი ტენდენცია, ასეთი დინამიკა იძლევა ახალი მასშტაბის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გლობალური ბრენდის - „ტრამპის ორგანიზაციისა“ და მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ფირმის, Gensler-ის ვაშინგტონის ოფისის ჩართულობა ამ პროექტის წარმატების ძალიან მყარ გარანტიას ქმნის.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიო გიგანტების ღირსეული და სრულფასოვანი პარტნიორია ქართული ბიზნესი. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართულ კომპანიებს და კაპიტალს გლობალური მასშტაბის იდეების განხორციელების რესურსი და შესაძლებლობა აქვს.ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს ჩვენს ქვეყანაში, მრავალწლიან დაკვეთებს ქართული სამშენებლო სექტორისთვის და ამდენად, უდიდეს სტიმულს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. 2031 წელს, როდესაც ტრამპ თაუერი აშენდება და 2033 წელს, როდესაც მთლიანი უბანი დასრულდება, თბილისი მიიღებს სრულიად გამორჩეულ სივრცეს, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება განახლებულ ცენტრალურ პარკს.საქართველოს მთავრობა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, თითოეულ ინვესტორს მსგავსი მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩართულ კომპანიას - მადლობა „არქის“, „ინვიას“, „საფირ ორგანიზაციას“, „ფინვესტს“, „ბლოქსტოუნ კაპიტალს“ და „ვექტორ ჯგუფს“ ამ ინიციატივისთვის და წარმატებას ვუსურვებ.
მადლობას ვუხდი Downtown Tbilisi-ს და Trump Tower-ს, ჩვენს ინვესტორებს ამ პროექტის განხორციელებისთვის, მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი გახდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის, მშვიდობისა და პროგრესის კიდევ ერთი თვალსაჩინო სიმბოლო, საქართველოს, როგორც სანდო, საიმედო და სტაბილური სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 000 კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის
- იმედინიუსიპრემიერი: პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის
- POSTVპრემიერი: „პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – „დაუნთაუნ თბილისი“ და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული „ტრამპთაუერ თბილისი“ ორი მილიარდი დოლარის ინვესტიციით, 600 ათასი კვადრატული მეტრი სივრცით, ქვეყნისთვის ახალ რეალობას შექმნის
ციტატები სტატიიდან
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიო გიგანტების ღირსეული და სრულფასოვანი პარტნიორია ქართული ბიზნესი. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართულ კომპანიებს და კაპიტალს გლობალური მასშტაბის იდეების განხორციელების რესურსი და შესაძლებლობა აქვს.ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს ჩვენს ქვეყანაში, მრავალწლიან დაკვეთებს ქართული სამშენებლო სექტორისთვის და ამდენად, უდიდეს სტიმულს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. 2031 წელს, როდესაც ტრამპ თაუერი აშენდება და 2033 წელს, როდესაც მთლიანი უბანი დასრულდება, თბილისი მიიღებს სრულიად გამორჩეულ სივრცეს, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება განახლებულ ცენტრალურ პარკს.საქართველოს მთავრობა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, თითოეულ ინვესტორს მსგავსი მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩართულ კომპანიას - მადლობა „არქის“, „ინვიას“, „საფირ ორგანიზაციას“, „ფინვესტს“, „ბლოქსტოუნ კაპიტალს“ და „ვექტორ ჯგუფს“ ამ ინიციატივისთვის და წარმატებას ვუსურვებ. მადლობას ვუხდი Downtown Tbilisi-ს და Trump Tower-ს, ჩვენს ინვესტორებს ამ პროექტის განხორციელებისთვის, მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი გახდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის, მშვიდობისა და პროგრესის კიდევ ერთი თვალსაჩინო სიმბოლო, საქართველოს, როგორც სანდო, საიმედო და სტაბილური სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…