“მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ხალხს ფეხი არ მოუცვლია” – ანი წითლიძე
ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ განცხადება გაავრცელა რიყის ამფითეატრში გამართული ღონისძიების შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად კოკისპირული წვიმისა და ტექნიკური დაბრკოლებებისა, შეკრება მაინც შედგა.

ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი, ანი წითლიძე:
ჯერ შსს-მ გვითხრა, არ ჩაგატარებინებთ და ვინც მოხვალთ, ყველას დაგაჯარიმებთო.
მერე მილიონი ტექნიკური დაბრკოლება გავიარეთ და მაინც შედგა — ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილი იყო, რიყის ამფითეატრში. მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ხალხს ფეხი არ მოუცვლია.
ეს მხოლოდ პარტიის გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისია.
აი, იმ ადამიანებს კი, საკუთარ ჩაბოღმილ წარმოდგენებში 20%-ს რომ ნატრობთ, რეალურად კი საკუთარ დაბადების დღეზე სამ კაცს რომ ვერ აგროვებთ, არათუ აქციაზე, და თან საერთოდაც არ იზომებით — არაფერს გეტყვით. თქვენივე გაგჭირვებიათ, საკუთარი არაადეკვატურობით.))
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.