ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

აგვისტოში, რესტორნებში არარეზიდენტები საშუალოდ ₾99-ს ხარჯავდნენ, რეზიდენტები - ₾32-ს | თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალითიბისი ბანკი

თიბისი კაპიტალის მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა. რესტორნებში არარეზიდენტები საშუალოდ 99 ლარს ხარჯავდნენ, ხოლო რეზიდენტები - 32 ლარს.

აგვისტოში, რესტორნებში არარეზიდენტები საშუალოდ ₾99-ს ხარჯავდნენ, რეზიდენტები - ₾32-ს | თიბისი კაპიტალი
აგვისტოში, რესტორნებში არარეზიდენტები საშუალოდ ₾99-ს ხარჯავდნენ, რეზიდენტები - ₾32-ს | თიბისი კაპიტალიBM.GE

თიბისი არხებით, უნაღდო დანახარჯებში რესტორნების სექტორს 17%-იანი წილი უკავია. თიბისი კაპიტალია უნაღდო დანახარჯები აგვისტოს დინამიკით, რესტორნებში დანახარჯები წლიურად მზარდია.

„2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 40 ლარი შეადგინა .

ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში გაწეული უნაღდო დანახარჯების 64% რეზიდენტებმა, ხოლო 36% არარეზიდენტებმა დაიკავეს .

რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 30 ლარი დაფიქსირდა.

ამავე თვეში რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 17%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი 99 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის აგვისტოსთან შედარებით შემცირებულია", - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.