ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

1 ნოემბრიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით რეისები იზრდება, ბილეთები კი იაფდება - დეტალები

1 ნოემბრიდან ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტზე დღეში ოთხი რეისი შესრულდება, სამგზავრო ადგილების რაოდენობა გაიზრდება და სტანდარტული კლასის ბილეთების ფასი 30%-ით შემცირდება.

1 ნოემბრიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით რეისები იზრდება, ბილეთები კი იაფდება - დეტალები
1 ნოემბრიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით რეისები იზრდება, ბილეთები კი იაფდება - დეტალებიBM.GE

1 ნოემბრიდან, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტზე დღეში ოთხი რეისი შესრულდება.

ცვლილების შედეგად, სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე გაიზრდება, რაც თითქმის 50%-იან ზრდას ნიშნავს.

Report-ის ინფორმაციით, დამატებითი რეისებისთვის ბილეთების გაყიდვა ხვალ, 2 ოქტომბერს დაიწყება. მგზავრებს საშუალება ექნებათ, აირჩიონ როგორც ღამის, ისე დღისით მგზავრობის განრიგი.

დამატებითი რეისებისთვის სტანდარტული კლასის ბილეთების ფასი 36 მანათიდან დაიწყება, რაც არსებული ტარიფის 30%-იან შემცირებას წარმოადგენს.

თბილისის მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ღირებულება (ერთი გზა) შემდეგნაირად განისაზღვრა:

ბაქოდან: 54 მანათი (ამჟამინდელი კურსით დაახლოებით 82 ლარი);

ევლახიდან: 44 მანათი (67 ლარი);

განჯიდან: 41 მანათი (63 ლარი);

აღსტაფადან: 38 მანათი (58 ლარი);

ბოიუკ-კასიკიდან: 36 მანათი (55 ლარი).

შედარებისთვის, ამჟამინდელი მინიმალური ტარიფი ბაქო-თბილისის მიმართულებით 77,50 მანათს (118 ლარი), ხოლო განჯიდან - 56,80 მანათს (87 ლარი) შეადგენს.

მატარებლების მოძრაობის განრიგიახალი განრიგის მიხედვით, მატარებლები შემდეგი სქემით იმოძრავებენ:

არსებული რეისი: ბაქოდან გამოდის 23:00 საათზე და თბილისში ჩადის მეორე დღეს, 08:41 საათზე. უკუმიმართულებით თბილისიდან გამოემგზავრება 11:00 საათზე და ბაქოში ჩადის 20:26 საათზე.

ახალი (დამატებითი) რეისი: ბაქოდან ყოველდღიურად 09:10 საათზე გავა და თბილისში 19:11 საათზე ჩამოვა. უკუმიმართულებით თბილისიდან 22:00 საათზე გამოემგზავრება და ბაქოში მეორე დღეს, 07:57 საათზე ჩავა.

ბილეთების ონლაინ შესაძენად, მგზავრებმა ADY-ს ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში პირადი ანგარიში უნდა დაადასტურონ MyGov ID-ისა და FIN-კოდის გამოყენებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა რეგისტრაციისას უნდა მიუთითონ ქვეყნის დასახელება და ტელეფონის ნომერი.

ცნობისთვის, ბაქოსა და თბილისს შორის სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგა. რეისები Stadler-ის სამგზავრო შემადგენლობით სრულდება, რომელიც აზერბაიჯანის რკინიგზამ რამდენიმე წლის წინ შეიძინა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი - ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც მგზავრობის დრო განახევრდება და ახალციხემდე მგზავრობას მხოლოდ 3 საათი დასჭირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები