პრემიერი - ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც მგზავრობის დრო განახევრდება და ახალციხემდე მგზავრობას მხოლოდ 3 საათი დასჭირდება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სრულდება თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენა და მგზავრობის დრო 3 საათამდე შემცირდება. ასევე დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი რეისი და ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრულდება თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენა, რის შედეგად ძველი მგზავრობის დრო - 6 საათი განახევრდება და თბილისიდან ახალციხემდე მგზავრობას მხოლოდ 3 საათი დასჭირდება.
ამასთან, პრემიერის ცნობით, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა და ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა.
გარდა ამისა, როგორც პრემიერ-მინისტრმა რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
“ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენასთან ერთად, არსებული მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო - 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე.
ასევე, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა. დაგეგმილია ჩვენთვის ძალიან მნისვნელოვანი - მგრძნობიარე პროექტის, ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო საათნახევრით - 5,5 საათიდან 4 საათამდე შემცირდა, რითაც ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სტუმრები სარგებლობენ, ხოლო სატვირთო მატარებლების მიერ საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის დრო განახევრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, - განაცხადა პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენასთან ერთად, არსებული მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო - 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე. ასევე, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა. დაგეგმილია ჩვენთვის ძალიან მნისვნელოვანი - მგრძნობიარე პროექტის, ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო საათნახევრით - 5,5 საათიდან 4 საათამდე შემცირდა, რითაც ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სტუმრები სარგებლობენ, ხოლო სატვირთო მატარებლების მიერ საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის დრო განახევრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.