ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ხატია დეკანოიძე - 5 წელი გავიდა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებიდან და 14 წელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, ეს არის კორუფციის, სიღარიბის, სიღატაკის 14 წელი - მიშას პატიმრობა ყველაზე დიდი სირცხვილია საქართველოს უახლეს ისტორიაში

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

რიყის პარკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების 5 წლის თავთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის უახლესი ისტორიის სირცხვილად შეაფასა და „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობაც გააკრიტიკა.

ხატია დეკანოიძე - 5 წელი გავიდა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებიდან და 14 წელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, ეს არის კორუფციის, სიღარიბის, სიღატაკის 14 წელი - მიშას პატიმრობა ყველაზე დიდი სირცხვილია საქართველოს უახლეს ისტორიაში
ხატია დეკანოიძე - 5 წელი გავიდა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებიდან და 14 წელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, ეს არის კორუფციის, სიღარიბის, სიღატაკის 14 წელი - მიშას პატიმრობა ყველაზე დიდი სირცხვილია საქართველოს უახლეს ისტორიაშიინტერპრესნიუსი

მიშას პატიმრობა არის ყველაზე დიდი სირცხვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ რიყის პარკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, 14 წელი გავიდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან და 14 წელი არის კორუფციის, სიღარიბის, სიღატაკის და ყველა იმ ძალიან მნიშვნელოვანი იდეის გაუბედურების, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო.

„აქ ჩვენ ყველაზე უფრო სიმბოლურ დღეს ვდგავართ. 5 წელი გავიდა მიშას დაპატიმრებიდან და 14 წელი გავიდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან. ეს 14 წელი არის კორუფციის, სიღარიბის, სიღატაკის, პოლიციის გაუბედურების, განათლების სისტემის გაუბედურების და ყველა იმ ძალიან მნიშვნელოვანი იდეის, რომელიც დავიწყეთ ჩვენ. მინდა ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ ძალიან ამაყი ვარ, ვიყავი ნაწილი იმ ძალიან დიდი რეფორმების, რომელიც იყო საქართველოში.

მიშას პატიმრობა არის ყველაზე დიდი სირცხვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ის არის ადამიანი, რომელიც პირველი იყო, ვინც პუტინს დაუპირისპირდა, ადამიანი, ვისი დაპატიმრებაც გაუხარდათ რუსებს, რომელთა გავლენის აგენტებიც დღეს გვყავს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რიყის პარკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქცია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების 5 წლის თავს ეძღვნება.

აქციაზე პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები არიან მობილიზებულნი. ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აქ ჩვენ ყველაზე უფრო სიმბოლურ დღეს ვდგავართ. 5 წელი გავიდა მიშას დაპატიმრებიდან და 14 წელი გავიდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან. ეს 14 წელი არის კორუფციის, სიღარიბის, სიღატაკის, პოლიციის გაუბედურების, განათლების სისტემის გაუბედურების და ყველა იმ ძალიან მნიშვნელოვანი იდეის, რომელიც დავიწყეთ ჩვენ. მინდა ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ ძალიან ამაყი ვარ, ვიყავი ნაწილი იმ ძალიან დიდი რეფორმების, რომელიც იყო საქართველოში. მიშას პატიმრობა არის ყველაზე დიდი სირცხვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ის არის ადამიანი, რომელიც პირველი იყო, ვინც პუტინს დაუპირისპირდა, ადამიანი, ვისი დაპატიმრებაც გაუხარდათ რუსებს, რომელთა გავლენის აგენტებიც დღეს გვყავს ხელისუფლებაში“
ხატია დეკანოიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.