ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ილმაზლოში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მიმდინარე სამუშაოებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი და ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი გოგოჭური ადგილზე გაეცნენ. ძეგლზე აღმოჩენილი ფენები ექვს სხვადასხვა ეპოქას მოიცავს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ილმაზლოში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ილმაზლოში არქეოლოგიური კვლევები გრძელდებარუსთავი 2

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოსთან მდებარე მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ექსპედიციის ხელმძღვანელ გიორგი გოგოჭურთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ილმაზლოს ნამოსახლარის კვლევა 2020 წლიდან დაიწყო და პერიოდულად გრძელდება. ამჟამად გათხრილია დაახლოებით 700 კვ. მ ფართობი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი კულტურული ფენები და სტრუქტურები ექვს სხვადასხვა ეპოქას განეკუთვნება, რაც ძეგლს განსაკუთრებულ სამეცნიერო მნიშვნელობას ანიჭებს.

ყველაზე ადრეული აღმოჩენები ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებს მიეკუთვნება და წარმოდგენილია საკურთხევლითა და სამეურნეო ორმოთი. შემდეგი ქრონოლოგიური ჯგუფი რკინის ხანას განეკუთვნება და ძვ. წ. VIII–VII საუკუნეებით თარიღდება. ასევე, აღმოჩენილია ანტიკური ხანის დასასრულისა და ელინისტური ეპოქის პერიოდის სამარხები.

ნამოსახლარი 2011 წელს, ახალი მშენებლობის პროცესში გამოვლინდა; იგი მტკვრისპირა ბუნებრივ ბორცვზეა განთავსებული. მკვლევართა ვარაუდით, ნამოსახლარის ბორცვზე აღნიშნული ეპოქების სამშენებლო ფენებიც უნდა არსებობდეს, რომელთა გამოვლენაც შემდგომი არქეოლოგიური კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.

ილმაზლოს მრავალფენიანი ნამოსახლარის სისტემური შესწავლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ძეგლის ისტორიისა და არქეოლოგიური კულტურების კვლევის თვალსაზრისით, არამედ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ქვემო ქართლის ისტორიული განვითარების პროცესების უკეთ შესასწავლადაც.

ილმაზლოს მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიურ კვლევას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.