პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტში - გამოვლენილია, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის მასშტაბური კომპლექსის ნაწილი

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ V-VI საუკუნის მასშტაბური კომპლექსის ნაწილი გამოავლინეს. სააგენტოს ცნობით, წინასწარი მოსაზრებით, ის ადგილობრივი ხელისუფალის ან დიდგვაროვნის სასახლეს უნდა წარმოადგენდეს.

არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტში - გამოვლენილია, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის მასშტაბური კომპლექსის ნაწილი
რუსთავი 2

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.

არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს.

"კვლევების შედეგად, გამოვლენილია, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის, მასშტაბური არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი, რომელიც, წინასწარი მოსაზრებით, ადგილობრივი ხელისუფალის ან დიდგვაროვნის სასახლეს უნდა წარმოადგენდეს.

ტერიტორიაზე არქეოლოგიური ობიექტი 2020 წელს დაფიქსირდა, ხოლო კომპლქსის მნიშვნელოვანი ნაწილის შესწავლა 2023-2025 წლებში განხორციელდა.

2026 წელს ჩასატარებელი სამუშაოები ითვალისწინებს კომპლექსის დასავლეთითა და ჩრდილოეთით ახალი მონაკვეთების არქეოლოგიურ შესწავლას. კვლევის ფარგლებში გაიწმინდება გამოვლენილი კედლები, კრამიტის ფენები და დარბაზების იატაკები. ასევე, განხორციელდება გათხრილი ფართობის რეკულტივაცია და საკონსერვაციო ფენით დაფარვა, რაც ნაგებობების ნაშთების შემდგომი დაზიანების პრევენციისთვის არის საჭირო.

მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელთან და არქეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

მეორე ქესალოს არქეოლოგიური კომპლექსის შესწავლა უმნიშვნელოვანესია ქვემო ქართლის ისტორიული წარსულისა და ადრეული შუა საუკუნეების არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევის თვალსაზრისითაც.

კომპლექსის ნაწილი ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზიანებულია, რის გამოც აუცილებელია მისი შენარჩუნება და შემდგომი კვლევების გაგრძელება", - აღნიშნულია კულტურული მემკვიდორების დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დმანისში, ნაგზაურის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს ადრექრისტიანული ხანის კიდევ ერთი ახალი ეკლესიის ნაშთები გამოვლინდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები